განა მაგაზეა, მარა მაინც......
არ მიყვარს :
როცა იდეალებს მინგრევენ, ისინი ხომ ისედაც ცოტაა ჩემში.....
როცა წამზომიან შუქნიშანთან ვდგავარ და ვხედავ თვალსა და ხელს შუა, როგორ გადის ჩემი ცხოვრების ერთი წუთი უაზროდ... არადა ასეთი უაზრო რამდენი გავიდა და გავა კიდევ, მარა მაინც
როცა (ვ)იწყებ(თ) დღეების თვლას, რომ ხელფასამდე მოხერხდეს დარჩენილი ფინანსების გადანაწილება......
დილის ცხრა საათზე იმაზე ფიქრს, როდის მოვა საღამოს 6 საათი, რომ აქედან გააღწიო....
როცა ცხოვრება იძულებულს მხდის დავგეგმო და ამ გეგმის მიხედვით ვიცხოვრო....
კიდევ??? იმდენი რამე არ მიყვარს....... ეჰ
Posted by კესო on June 1, 2010 at 4:17 AM
არადა, რამდენი რამე გიყვარს?!... Summer მათ შორის და ეგ უფრო მზიანი და მცხუნვარეა, ვიდრე 8-ზე მაღვიძარას განაჩენი:):):)