N1 დასაწყისი

პირველი შემთხვევაა, როცა ვშილი ამ გვერდს და საიდან დავიწყო ან როგორ დავწერო არ ვიცი.....

ოცნებები ხომ ყველას გვაქვს, თან ისეთი ოცნება რომ არის და ისიც რომ გაქვს კარგად გაცნობიერებული, რომ ან ასრულდება ან არა....

ოცნება ალბათ ბევრისთვის იმასთან ასოცირდება რა იყიდოს, სად წავიდეს ან უბრალოდ რით ასიამოვნოს საკუთარ ხორცს და სულს. არც მე ვარ გამონაკლისი, გაგიკვირდებათ და მეც ადამიანი ვარ...

უბრალოდ ხანდახან მაქვს ისეთი ოცნებები, რომელიც ძალიან მარტივია შესასრულებლად, მაგრამ გაუბედაობა მიკრავს ხელ-ფეხს...

არა ეს ოცნებები სულაც არ გულისხმოს ჩემი დიდი ხნის ნატვრებს წავიდე სადმე სამოგზაუროდ, თუმცა არც უმაგისობაა, უბრალოდ ამჯერად სულ სხვა ამბავზე ვიწყებ წერას....

კარები რკინის გისოსსაა, საგულდაგულოდ იკეტება და კონტროლის მიზნით ადამიანს აბარია, რომელიც სრულიად არ გავს ჩვეულებრივ დაცვის თანამშრომელს...

გისოსიანი კარის იქით კეთილმიწყობილი ეზოა და შენობა, რომელსაც ყოველ დილით ავუვლი-ჩავუვლი ხოლმე და რატომღაც არასდროს დავინტერესებულვარ რა ხდება შიგნით...

შენობის უკანა ნაწილში კი მთელი კომპლექსი, რომელიც სამწუხაროდ სულაც არა არის ისეთი მომხიბლავი, როგორც ეს წინა ფასადზე ჩანს...

სურათების გადაღება სასტიკად აკრძალულია. არც ვაპროტესტებ, რადგან პატივს ვცემ ადამიანის პიროვნებას და სახელმწიფო კანონს...

ირგვლივ სამარისებული სიჩუმეა, ისეთი საკუთარი გულის ფეთქვას რომ გაგრძნობინებს...

ეზოს რაც უფრო მეტად შევყავართ სიღრმეში, მით მეტად წვდება ჩვენს ყურებს სიმღერის ხმა, ისინი 3 დან 5 წლამდე არიან, ყველა თავისებურად ლამაზია, თითოეული ისეთი სახით გიყურებს ერთი სული აქვს გაიგოს რა გინდათ მისგან, მალევე ხვდებიან ჩვენი მისვლის მიზეზს და ჟრიამულით გამოდიან შესახვედრად....

გაუცხოება მათში იმდენად დიდი დოზითაა, ვერ ფიქრობ რა შეიძლება გააკეთო ისეთი, რომ პატარა გულები გაუხარო...

აქ ყველას თავისი ისტორია აქვს, ნუ  ფიქრობ რომ ძლიერი ადამიანი ხარ და გგონია რომ ყველაფერს აიტან, ნურას უკაცრავად, თითოეულის ამბავი შენს გულში თავის ადგილს პოულობს და რაც დრო გადის მით მეტად არ გაძლევს მოსვენების საშუალებას....

ისინი საკმარისზე მეტნი არიან, ასაკის მიხედვით იყოფიან, ერთად იზრდებიან, ყოველ დღე ახალი მშობლების გამოჩენას ელოდებიან დიდი მოთმინებით და მერე რა რომ მათი სიცოცხლე სულ რამდენიმე წელს ითვლის, ისეთი სულიერი ტრავმა აქვთ, ჩემი განვლილი 30 წელი რომ ვერ მიხვდება ამას... 

ასაკის მომატება გულისხმობს პერიოდულად საცხოვრებელი ადგილის ცვლილებას....

მერე რა რომ მისი გვარი ახმეტელია, საიდან??? ახმეტელის მეტროსთან დატოვა დედამ ნაგვის ბუნკერში....

მერე რა რომ ის თამარ უცნობია..... ვერაფერს გაიგებ, არანაირი საბუთი არ არსებობს....

მერე რა რომ მას ფეხზე სულ რაღაც ოთხი თითი აქვს და კოჭის ძვალის არარსებობის გამო კოჭლობს....

მერე რა რომ იგი მესამე სართულიდან გადმოვარდა და  გადარჩა.....

მერე რა რომ მას მუცელზე ერთი ძვალიც კი არ აქვს, მაინც ჯანმრთელია და აქტიურად ცხოვრობს...

მერე ის, რომ პატარა სოსომ დღეს გადადგა პირველად ფეხი დამოუკიდებლად...

მერე ის რომ 1 წლის გოგოს ინვალიდი დედ-მამა ყოველ დღე აკითხავს და უხარიათ რომ მათი შვილი სრულიად ჯანმრთელია...

მერე ის რომ მას თავისი და გვერდით ყავს და ალბათ უფრო რომ გაიზრდება გაუადვილდება ამ ყველაფრის გადატანა.......

მერე ის, რომ ქრისტეს ასაკი მიახლოვდება.............