გომის მთა

საოცარ ქვეყანაში ვცხოვრობთ. აგერ უკვე რამდენი წელია ინტენსიურად დავდივარ საქართველოს გარშემო სამოგზაუროდ და მოსანახულებელ ადგილთა სია არ მცირდება. რომ ვფიქრობ უკვე ყველაფერი ვნახე,  თურმე სად ხარ, უცბად აღმოაჩენ, რომ ისეთი  გამოგრჩენია, რომლის არსებობასაც ვერ წარმოიდგენდი.

მოკლედ ვაგრძელებ ჩემი საზაფხულო შაბათ-კვირის მოგზაურობების სერიას და წარმოგიდგენთ ჩემს ახალ ფავორიტს - გომის მთას.




გომის მთა მდებარეობს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან დაახლოებით 2300მ-ზე. ოზურგეთიდან 32 კილომეტრში. ეს არის საკურორტო ზონა, მშვენიერი კოტეჯებით და საოცარი ბუნებით. ბახმაროში ნამყოფი ადამიანი ერთი შეხედვით დიდ განსხვავებას ვერ ნახავს ამ ორ კურორტს შორის ვიზუალური თუ კლიმატის თვალსაზრისით. ადგილობრივებს თუ დავუჯერებთ გომის მთა 200 მეტრით მაღლა მდებარეობს ზღვის დონიდან და ბახმარო ახლოს ვერ მოვა გომის მთის კლიმატთან.:))




როგორც ზემოთ აღვნიშნე გომის მთაზე მოსახვედრად საჭიროა გაიაროთ დაახლოებით 5+ საათიანი მოასფალტებული გზა და შემდეგ გაუყვეთ მოხრეშილ 32 კილომეტრიან საგზაო მონაკვეთს, რომელსაც მიყავხართ სულ მაღლა, ღრუბლებს ზემოთ.



მშრალ ამინდში გზის გავლა ყველა ტიპის ავტომობილს შეუძლია. გომის მთაზე მოგზაურობის წინ აუცილებლდ გადახედეთ ამინდის პროგნოზს და წვიმის შემთხვევაში თავი შეიკავეთ ამ გზის გავლისგან, რადგან მეწყერსაშიში ზონის გამო გზა ხშირად იკეტება. თუმცა იმის იმედიც ნუ გექნებათ, რომ მზიანი ამინდის შემთხვევაში ნისლი არ გახდის თქვენს გზას უხილავს.







ეს მთაა და აქ ამინდი ყოველ წამს იცვლება. გრილა და მაშინ როცა ბარში პაპანაქება ზაფხულია თან იქონიეთ თბილი ტანსაცმელი. თუ კარვებით მიდიხართ მათ გასაშლელად შეარჩიეთ მყუდრო ადგილი. აქვე ერთი რჩევა: გომის მთაზე ბევრი მიტოვებული და უპატრონო კოტეჯია, თუ ჩვენნაირად კარვებით წასულს ძლიერი წვიმა და ქარიშხალი ისე გადაგივლით, რომ კარვის ნაწილებს ვეღარ მოუყრით თავს, უკან ბარში დაბრუნებაზე კი არ იფიქროთ, იქვე მყოფ პოლიციის შენობას მიაკითხეთ და კეთილი ადამიანები აუცილებლად გამოგინახავენ მყუდრო, ძველ კოტეჯს ღამის გასათევებლად :)




ისევ რჩევა: მთის წვერზე ულამაზესი ხედის და მზის ჩასვლის სანახავად ასულს თუ მხოლოდ ღრუბლების და ნისლის თეთრი სქელი მასა დაგხვდათ, გულს ნუ გაიტეხთ, ამით ყველაფერი არ დამთავრებულა უკვე იმედი რომ გადაგეწურებათ ცა მოიწმინდება და მზეც გამოანათებს.











გომის მთა ჩვენში  რატომღაც მხოლოდ მზის ჩასვლის ყურებასთან ასოცირდება, აუცილებლად გაათენეთ ღამე ამ მისტიურ, ღრუბლიან ადგილას და აუცილებლად ნახეთ დილის 7 სთ-ზე ნისლით დაფარული დაბა, ულამაზესი ხედებით და აგვისტოში საკვამურიდან ამოსული კვამლით.









დაელოდეთ მზის ამოსვლას და მოდღევებას, რომ ნახოთ რა ლამაზია ახლადგაღვიძებული, ადგილობრივებისგან თუ დამსვენებლებისგან აჟრიამულებული გომისთმა ლამაზფერება კოტეჯებით და საოცარი ბუნებით ხან მზისგან განათებული და მეორე წამს ნისლგადავლილი


















P.S