ხოარაკი


მინდა აღვნიშნო,რომ სანამ ამ ბლოგზე დავრეგისტრირდებოდი უსაქმურობის ჟამს და არამარტო მაშინ ერთ-ერთ გასართობად სწორედ სხვისი ბლოგების კითხვა ავირჩიე, ერთი აზრით, დროის უქონლობის თუ რაღაც ზარმაცობის გამო მეზარება (ამ ეტაპზე) წიგნების კითხვა და რაიმე ახალი ინფორმაციის გაგება. ხოდა ეს ბლოგები ცოტათი მაინც მაძლევს საშუალებას ვიჩანჩალო თანამედროვეებთან ერთად.პრინციპში არც ისე დიდი დრო დამჭირდა იმისთვის რომ ერთი აზრი გამომეტანა. ბლოგები რატომღაც ძირითადად იგება სხვათა კრიტიკით. არა აქვს მნიშვნელობა ეს გადაცემა იქნება, კინო თუ რამ. ბავშვობიდან მაღიზიანებდა ერთი რამ, ესააა კრიტიკა, არა პრინციპში კარგი მოვლენაა, მარა არ მიყვარს არაფერი გადაჭარბებული, ან ის რომ მარტო ამ პროცესით არიან დაკავებულნი. შეიძლება მოგეწონოს არ ან მოგეწონოს, მაგრამ მაინც მგონია არავის დაჟინებული საქმე არაა ამოგიჩემოს,იმიტომ რომ შეიძლება შენ შენი პროექტის კეთებას შეალიე მთელი ძალ-ღონე და ამ დროს გამოდის ვიღაც ვერშემდგარი სუბიექტი,რომელიც გულს იმით იმშვიდებს რომ შენ გაკრიტიკებს. ერთსახოვანი მართლა არ არსებობს არაფერი. ასეა აწყობილი ცხოვრება ერთს შეიძლება მოსწონდეს რამე, მეორეს არა. მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებსაც თავისი აზრი არ აქვთ და ძირითადად სხვების გავლენაში ექცევიან. მოკლედ,როგრც გინდათ ისე აღიქვით:))))

ცრუმორწმუნე რობოტი

სათაურიც ყოველთვის არაა რამის მთქმელი, ან შეიძლება ძალიან ბევრის მეტყველიცაა........

დასკვნების გამოტანას არ ვაპირებ, იმიტომ რომ მეზარება ფიქრი და მსჯელობები.


უბრალოდ თვალი მიციმციმებს ერთი კვირაა, საშინლად, გაუჩერებლად, შეუწყვეტლივ, გულისგამაწყალებლად........


მე დავიღალე, ნეტა ამას რით ვერ მობეზრდა ციმციმი.....

მაინც მოულოდნელობები სჯობს რაღაცის მოლოდინს, არა აქვს მნიშვნელობა ეს რაღაც კარგი იქნება თუ ცუდი...

* * *




რაღაც მიხარია.....

არა პრინციპში კი ვიცი რაც მიხარია, მაგრამ ამას აქ მნიშვნელობა არ აქვს



მთავარია მიხარია.........


ასე მჩვევია:

ჯერ გამიხარდება

მერე გადამიხარდება

მერე გადამივლის

მერე დეპრესიისმაგვარში გადამივა და მერე ისევ ხელახლა......


მოკლედ, დეპრესია შორს ჩვენგან, ყველაფერი მშვენივრად და გენიალურადაა :))))

პროლოგისმაგიერ

ვიწყებ, ოღონდ რას სიმართლე გითხრა თავადაც არ ვიცი, ჩემი თანამეგობარბლოგრების ცოტა დაჟინება რომ არა ამას ალბათ არასდროს გავაკეთებდი,(ცოტა კომფორმიზმი ცუდი არაა) ერთი მიზეზის გამო, არ მიყვარს საჯაროობა, ჩემთვის მირჩევნია მყუდროდ არსებობა, არც არავის შევაწუხებ და ნურც მე შემაწუხებთ ზედმეტად. ეხლა სამსახურში ვარ, უამრავი ხალხი მადგას თავს და მე ვითომც არაფერი, აზრებს ძლივს ვუყრი თავს, მარა არაუშავს იყოს.მოკლედ ვიწყებ და ვნახოთ რა გამოვა :)