ხოარაკი
მინდა აღვნიშნო,რომ სანამ ამ ბლოგზე დავრეგისტრირდებოდი უსაქმურობის ჟამს და არამარტო მაშინ ერთ-ერთ გასართობად სწორედ სხვისი ბლოგების კითხვა ავირჩიე, ერთი აზრით, დროის უქონლობის თუ რაღაც ზარმაცობის გამო მეზარება (ამ ეტაპზე) წიგნების კითხვა და რაიმე ახალი ინფორმაციის გაგება. ხოდა ეს ბლოგები ცოტათი მაინც მაძლევს საშუალებას ვიჩანჩალო თანამედროვეებთან ერთად.პრინციპში არც ისე დიდი დრო დამჭირდა იმისთვის რომ ერთი აზრი გამომეტანა. ბლოგები რატომღაც ძირითადად იგება სხვათა კრიტიკით. არა აქვს მნიშვნელობა ეს გადაცემა იქნება, კინო თუ რამ. ბავშვობიდან მაღიზიანებდა ერთი რამ, ესააა კრიტიკა, არა პრინციპში კარგი მოვლენაა, მარა არ მიყვარს არაფერი გადაჭარბებული, ან ის რომ მარტო ამ პროცესით არიან დაკავებულნი. შეიძლება მოგეწონოს არ ან მოგეწონოს, მაგრამ მაინც მგონია არავის დაჟინებული საქმე არაა ამოგიჩემოს,იმიტომ რომ შეიძლება შენ შენი პროექტის კეთებას შეალიე მთელი ძალ-ღონე და ამ დროს გამოდის ვიღაც ვერშემდგარი სუბიექტი,რომელიც გულს იმით იმშვიდებს რომ შენ გაკრიტიკებს. ერთსახოვანი მართლა არ არსებობს არაფერი. ასეა აწყობილი ცხოვრება ერთს შეიძლება მოსწონდეს რამე, მეორეს არა. მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებსაც თავისი აზრი არ აქვთ და ძირითადად სხვების გავლენაში ექცევიან. მოკლედ,როგრც გინდათ ისე აღიქვით:))))
Posted by vasasi on November 1, 2009 at 10:10 PM
rodesac ragacas aketeb, tu is shenc ici rom arafrad ar girs, jobs sheeshva da rac gexerxeba imas mixedo...
ამ დროს გამოდის ვიღაც ვერშემდგარი სუბიექტი,რომელიც გულს იმით იმშვიდებს რომ შენ გაკრიტიკებს.
yvela Shemdgarebi xom ver viqnebit? :user: