:*

რამდენიმე დღის წინ ჩემმა იდეინმა დამ მე–ხათომ სრული სერიოზულობით იკითხა, თუკი არსებობს ასეთი გამოთქმა "უბედურება დამატყდა თავსო", ნეტა როგორი იქნება ბედნიერების თავზე დატყდომაო :))) ამის მერე მეც ბევრი ვიფიქრე იგივე საკითხზე (ჩუმად რათქმაუნდა) და ვერანაირი დასკვნა ვერ გამოვიტანე, რა უნდა მომხდარიყო ისეთი, რომ ამ ტერმინთან ახლოს მოსულიყო. პრინციპში მაშინ საუბარი მასების მასიურ ბედნიერებაზე გვქონდა და დასკვნის გამოტანა ამიტომ გაგვიჭირდა...



თუკი გავასუბიექტურებ, ალბათ ბედნიერება მაშინ გატყდება თავს როცა რამდენიმე კარგი (შენთვის სასურველი) ამბავი ერთად ახდება და იმდენად სწრაფად მიდის ეს პროცესი, რომ გაცნობიერებას ვეღარ ახერხებ, იმის გაცნობიერებას რომელი ერთი გიხაროდეს :)

1 comments:

  1. ვაიმე, როგორ მომეწონა ხათოს იდეა...
    ”ბედნიერება დამატყდა თავს” ”ბედნიერება დაგვატყდა თავს”...
    ალბათ, იმიტომ არ არსებობს ეს გამოთქმა რომ სიტყვა ”დატყდომას” ცოტა უარყოფითი ასოციაციები მოყვება...