მათხოვრობა, როგორც პროფესია და ხელობა...

ჩემი ყოფის ყველა ეტაპზე მახსოვს თბილისში მათხოვრები, მათი რიცხვი ქვეყანაში მიმდინარე ამბების პარალელურად იზრდებოდა ან ძალიან იზრდებოდა, პრინციპში შემცირების ტენდენცია არც ყოფილა არასდროს.

ყველაზე ადრეული მოგონებიდან ვიტყვი, მახსოვს კისლავოდსკში ვისვენებდი (სადღაც 4–5 წლის ვიქნებოდი), საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოხუცი ქალი ამოვიდა, ხელგამოშვერილი და არავინ მიაქცია ყურადღება მის თხოვნას, დავინტერესდი ვინ იყო ეს ადამიანი და მშობლებმა ამიხსნეს (ახლა არ ვიცი როგორაა მაგ მხრივ საქმე, მაგრამ იმდროინდელ რუსეთში ნამდვილად უარყოფით საქციელად ითვლებოდა ეს და ქართველების გარდა არავინ ეხმარებოდა მათ), ახლაც მახსოვს იმ მოხუცის სახე, როგორი დამორცხვილი და უსუსური იყო.

დღევანდელ საქართველოში კი საქმე სულ სხვანაირადაა... რეაქციაც შესაბამისად ცვალებადია, ახალი სახე ყოველთვის შეცოდებას იწვევს, რამდენიმე დღის მერე ეს სახე უკვე ყოველდღიურობა ხდება და მისი სიმორცხვეც თანდათან სითამამეში გადადის, სითამამე კი ბოლოს იმდენად თავხედობაში, რომ ერთ დღეს შენი საკუთარი მობილიდან დარეკვასაც გთხოვს და იმდენს იჭორავებს, სადღაც სოფელში მონატრებულ ნათესავთან, რომ არც გაახსენდება ვიღაც რომ ადგას თავზე.... ან იგივე "გაჭირვებულ–დაუძლურებული" მოხუცი აუცილებლად შეგხვდება ქალაქგარეთ რომელიმე საეკლესიო დღესასწაულზე ფულის კეთებით დაკავებული......

არა პრობლემა არაა.... არაა კი არა არის, ძალიან დიდი პრობლემაა, მათხოვარი, ადამიანი ამ გაგებით ალბათ იმიტომ შექმნა ღმერთმა, რომ ჩვენ რიგით ადამიანებს ვისაც მათზე შედარებით მეტი გვაქვს, სიკეთის კეთების საშუალება მოგვეცეს, მაგრამ არც ის ვარგა, რაზეც ზემოთ დავწერე, რადგან მიჩნდება მათ ნაკლებზე საუბრის სურვილი, ე.ი. ჩემს მიერ გაწეული მოწყალება სიკეთედ აღარ ითვლება და პირიქით უარყოფით განწყობას მიყალიბებს ამ ადამიანების მიმართ...........

1 comments:

  1. ხანდახან ფიქრობ, ჭოჭმანობ, მართლა ჭირდება თუ არა ეს ფული ამ ადამიანს, ნეტა, რაში დახარჯავს, ლოთობისთვის ხომ არ უნდა (მამაკაცების შემთხვევაში)... ათასი ფიქრი გერევა და მერე ფიქრობ,მოდი მივცემ და რაც უნდა ის ქნას. მაგრამ მერე აგეკვიატება ფიქრი, იქნებ ეს ფული სხვისთვის მიმეცა და იმას უფრო გამოდგომოდა ვიდრე ამას...
    არადა, სამჯერ რომ შეგხვდეს ერთი და იგივე მათხოვარი სამჯერვე უნდა გასცე მოწყალება, მე კი მეცინება, როდესაც მეორედ იგივე მათხოვარი მთხოვს მოწყალებას რომელსაც 5 წუთის წინ მივეცი.
    ეს ისე ჩემს განცებდზე მომინდა უცებ დაწერა...