ჩვენი საქართველო აქ არის..........
ვინაიდან და რადგანაც 2010 წელი დასასრულს უახლოვდება და დიდის სიხარულით და მთელის მოლოდინებით ველი მომდევნო 2011–ს;
ვინაიდან და რადგანაც წელსაც ისევე როგორც გასულ წელს ჩემს ცხოვრებაში მოგზაურობას აქტუალობა არ დაუკარგავს და დიდი იმედი მაქვს მანამ არ დაკარგავს, სანამ ჩემი გული იმუშავებს და სხეულიც მომყვება, გადავწყვიტე "ჩემი საქართველო აქ არის" მეორე ნაწილი დამეწერა, ან უბრალოდ შემეჯამებინა მიმდინარე წლის გასვლები.
ტრადიციას არ ვუღალატებ და უკვე რეალიზებული ოცნებებისთვის მადლობა www.karavi.ge -ს კარგი იდეებისთვის, ჩემს მეგობრებს – გვერდში დგომისთვის, სამსახურს – ფინანსური გაძლიერებისთვის და ჩემს ოჯახს, რომელსაც იდეები არ ელევა აშკარად.
მარტი: დაუვიწყარი გასვლა ტრაპზონში ჩვენი რაგბისტების მხარდასაჭერად, ემოციები სრულად გამოვხატე ამ ბმულებში, ამიტომ აღარ დავწვრილმანდები.
აქვე, ულამაზესი სანახაობა სუმელა .
მაისი: ლომისობა მლეთაში თავისი ტრადიციებით წარმოუდგენლად რთული გზით, რომელიც წელიწადში 1ხელ აუცილებლად უნდა გაიარო.
ივნისი: შეხვედრა წარსულთან, დაკარგული ჰერეთი და პირველი გასვლა აზერბაიჯანის საზღვრებში.
აქვე, მეორე გასვლა ტაო–კლარჯეთში და გზაში გატარებული სამი დაუვიწყარი დღე.
ივლისი: სრულიად უბრალოდ ჩვენ კიდევ ერთხელ ვათვალიერებთ სამცხე ჯავახეთს, არმაზს, კახეთს და ათასჯერ ნანახს....
აგვისტო: ორდღიანი გასვლა აჭარაში. ამ დღეების გამორჩეულობა იმაშია, რომ პარასკევ დღეს გამოიხურავ სამსახურის კარს, აიღებ ზურგჩანთას და დაადგები გზას, იცი რომ გაქვს მხოლოდ ორი თავისუფალი დღე და ორშაბათს აუცილებლად უნდა დაუბრუნდე იმ ადგილს, რომელიც ასე ბედნიერად დატოვე პარასკევს.......
განუმეორებელი აგვისტოს მეორე ნახევარი, სვანეთის დაუვიწყარი დღეები და ციცინოსთან შეხვედრის მოლოდინი.... (ციცინოს ვინაობას წლის ბოლო პოსტში წაიკითხავთ)
სექტემბერი: კიდევ ერთი გასვლა აჭარაში და თურქეთის საზღვრების კიდევ ერთხელ გადაკვეთა. შოპინგგასვლა რიზემდე........
ოქტომბერი–ნოემბერი: ციცგასვლები:
დარიალის ხეობაში
ყვარელში
ბოდბე–სიღნაღსა
და მცხეთაში
დეკემბერი: კარვული გასვლები კოლხეთის დაცულ ტერიტორიაზე
და ჯიპტური გარეჯის უდაბნოში........
ეს არაა ყოველივე ის რაც ამ წელს ვნახე და მოვიარე, ეს არის ის რაც განსაკუთრებით ჩამრჩა გულში და კვალი დატოვა ჩემში.....
Posted by babisa on January 18, 2011 at 9:34 AM
უიუი რამდენი მოგროვებულა მთლიანობაში
ეს წელიც ასეთი დახუნძლული ყოფილიყოს და უფრო მეტი საინტერესო ადგილი გენახსო, გისურვებ :))