ჩემი საქართველო აქ არის

რატომღაც ძალიან მომინდა ამ წლის მოგზაურობათა მოკლე მიმოხილვა გამეკეთებინა. პრინციპში არცერთ ლოგიკაში არ ჯდება ჩემი ეს ქმედება, წლის ბოლომდე 1 თვეზე მეტი რჩება და რა იცი რა ხდება, მარა მაინც. ორი სიტყვით ვიტყვი, რომ ძალიან ნაყოფიერი წელი იყო მოგზაურობების თვალსაზრისით და თანაც მრავალფეროვანი........... ამისთვის მადლობა karavi.ge-ს, ჩემს ოჯახს და სამსახურს.

მარტი: უჩვეულო გასვლა სიონში, 3 დღე იქ სადაც არაფერია და არაფერი ხდება, ირგვლივ გაზაფხულის სიჩუმე, უამრავი ენძელა, ყოჩივარდა და კოცონით გამთბარი სიცივე. დილის სიურპრიზი და უჩვეულოდ დიდი მოულოდნელი თოვლი. ეს გასვლა ყველაზე უარყოფითან  მოვნათლე და იქვე ვთქვი, რომ მეორედ სიონში აღარ წავიდოდი, ჯერ-ჯერობით იგივე განწყობა მაქვს:)



აპრილი: ღამის მატარებელი, ახლადგამწვანებული ბუნება, მზის პირველი თბილი სხივები, გოგირდის მდუღარე წყალი, მდინარის პირას მდგარი ქოხი და პირველი ექსტრემი ნოქალაქევში (სენაკი). ძალიან, ძალიან მხიარული და ლამაზი გასვლა სამეგრელოს მხარეში.






მაისი: ყველაზე მეტად წელიწადის ეს დრო და თვე მიყვარს,  დავამთხვიეთსავით, ხათოს დაბ. დღეს და პირველი გასვლა გავაკეთეთ ჩვენს ფესვებში, ამბროლაურის რაიონი სოფ. ზნაკვა. ეს რა იყო და დაბრუნება წარსულში. მარტოობა, სრული სიცარიელე, მაისის სიცხე, მაისები და კოკისპირულ წვიმაში დაკარგვა კოკა-კოლის ძიებაში. ამ გასვლას ერქვა უბრალოდ ძალიან მაგარი.





ივლისი:  ძალიან, ძალიან მოულოდნელი გასვლა საზღვრებს გარეთ, თან პირველი ბეჭედი ჩემს პასპორტში, მოგზაურობა წარსულში, ბებერი ტაო, 3 დღის საშინლად დამღლელი, მაგრამ ემოციებით გადატვირთული. ცხოვრებაში პირველად გავრისკე და გორებზე დავჯექი. ოშკი, ხახული, ოთხთა, ტბები, დიდი ხვეული გზები, უაზრო ყბედობა ძილისგან თავშესაქცევად, სოფ: იუზიფელი და სასტუმრო ”ბარსელონა”, რიზეს შოპინგი და გურჯისტანული რეაქციები. მოკლედ, მაგარ!!!!!



 


აქვე იყო უსაზღვროდ ლამაზი ”ტრიპი” შატილში, უუამრავი სანახაობა ჩატეული 2 დღეში, ერთმანეთში არეული ემოციები, გაყინული ქვის ქალაქი და კოშკში გატარებული ღამე.



 


აგვისტო: შვებულების სეზონი, სრულიად გიჟი და ბევრისთვის გაუგებარი გადაწყვეტილება, სამი გოგოს მოგზაურობა 9 მთას იქით თუშეთში. 1 კვირა სოფელ დართლოში, სტუმართმოყვარე მასპინძელი და უჩვეულო თავგადასავალები  სადღაც დაკარგულში. ერთს ვიტყვი: იქ ჩემი გულის ნაწილი დავტოვე, (აქვე: სვანეთში სულის ნაწილი მაქვს დარჩენილი)..............



 

განმეორება ჩემი სტილი არააა, მითუმეტეს თუ მოგზაურობას ეხება საქმე, მაგრამ მაინც....რაჭა და უძირო ტბა, აგვისტოში მოსული თოვლი და ნისლში დაკარგული კატიწვერა, აშკარა სიკვდილს გადარჩცენილი ექსტრემისტები და დაუვიწყარი მოგონებები რაჭაში. 







ოქტომბერი:  შემთხვევით აღმოჩენილი  კაცხის სვეტი  და გასეირნება საჩხერე ჭიათურაში. 





შეუძლებელი და წარმოუდგენელია იმ ემოციების გადმოცემა, რაც შეიძლება ყოველივე ამის მერე დაგებადოს ადამიანს, მართლაცდა ენითგამოუთქმელი. კიდევ იყო ლეჩხუმი, აჭარა, კახეთი, ბორჯომი, მამკოდა, ცხავერი, ატენი, სამთავისი და ბევრი, რომელიც ფოტოაპარატმა აღბეჭდა და სამწუხაროდ ეხლა არ მახსენდება.


პ.ს იმედი მაქვს გაგრძელება იქნება და წელი დასრულდება ლოგიკურად კარგად, ამის პერსპექტივა ჩანს, წინასწარ არ ვიტყვი, მაგრამ აუცილებლად დავწერ ემოცებს დაბრუნებისას:))))


1 comments:

  1. აუუ, როგორ მომინდა მოგზაურობააა...
    დკემებრეში ახალ ბლოგს ველოდები...