ოცნებათაღმწერი

ბოლო პოსტიდან გამომდინარე ისღა დამრჩენია გასართობი ვეძიო, რომ საკუთარ კოშმარულ სიზმრებს არ ვემსხვერპლო ერთხელ და სამუდამოდ, ამიტომ კიდევ ერთ ჩემეულ უკვე ტრადიციადქცეულ ამბავზე დავწერ: ყოველი ახალი სეზონის პირველ დღეებში ტერორისტივით ვესხმი ხოლმე ე.წ. A4-ს (რაღათქმაუნდა სკაიპის მეშვეობით) და დიდის მონდომებით ვაიძულებ სამი სურვილი წარმოთქვან, ეს სურვილები არ უნდა იყოს მესამე განზომილების, რაღაც მისტიკური თუ რეალობისგან სრულიად მოწყვეტილი, არა სრულიად უბრალოდ, მოვითხოვ ჩამოაყალიბონ სამი ისეთი რეალური რამ, რომლის განხორციელებაც მათთვის მნიშვნელოვანია იმ პერიოდისთვის და ასრულებადია მეტ-ნაკლებად მომდევნო სამი თვის განმავლობაში მაინც. სიმართლე გითხრათ ეს სურვილები იქვე ისტორიას ბარდება და ალბათ თითოეულის გულში მათი გახსენება ან თუნდაც ფიქრი უკვე ნათქვამზე ახალი კვარტლის დასაწყისში იწყება. მოკლედ კარგია თუ ცუდი ფაქტია, რომ ეს ამბავი პირადად ჩემთვის, რაღაცის დაფიქსირების და შემდეგ მისი მიღწევისკენ გზების ძიების ერთადერთი საშუალებაა და მიღწევის თუ არა ჯანდაბას, კეთილ  ოცნებას კაცი როდის მოუკლავს, რომ მაინცდამაინც ჩვენ გვიმსხვერპლოს :)

1 comments:

  1. ოცნება მართლაც არ შეგვიწირავს მსხვერპლად:) და რა კარგია, რომ ასე გვესხმი ხოლმე თავს და ჩვენც დიდი სიამოვნებით ცამოვთვლით ხოლმე ამ ოცნებებს:)