კინომანია
კინოში ორ შემთხვევაში დავდივარ: როცა კარგი მულტფილმი გადის ანდა თუ ახალ ქართულ ფილმს უჩვენებენ.
რაც ასაკი მემატება, რომ გითხრათ მულტფილმებისადმი ინტერესს ვკარგავთქო მოგატყუებთ, მაგრამ რაღა დაგიმალოთ და ვინმე ახლობელი ბავშვის გარეშე მაინც მეუხერხულება კინოში მულტიკებზე სიარული, ამიტომ ინტერნეტის გამომგონებელი გულში რამდენჯერ დამილოცავს ხომ ვერ მოვთვლი
სულ სხვა შემთხვევაა ახალი ქართული კინო. შემიძლია ვთქვა რომ ზეიმი მაქვს, და ეს ზეიმები ამ ბოლო დროს ნამდვილად გამიხშირდა. 2 კვირაში ერთხელ ახალი ფილმი ჩნდება ეკრანებზე. სულ ვფიქრობ სად იყო ეს ხალხი აქამდე, ფაქტია, რომ მარტო სახელმწიფო არ უნდა ზრუნავდეს მათ დაფინანსებაზე. ხანდახან მგონია, რომ ფილმის გადაღება მოდაშიც შემოვიდა. (კინოს მიმართ ეს ტერმინი ალბათ მიუღებელია, მარა მართლა ასეა). ისე ხარისხს რაც შეეხება, მე მაინც იმ ადამიანების რიგში გავატარებ საკუთარ თავს, ვინც თვლის, რომ სულ არარაობას სჯობს ბევრი შეიქმნას და იქ რამდენიმე კარგი მაინც გამოერევა. ერთ-ერთი ასეთი ”კარგი” ბოლო წლებში გადაღებულ ფილმებს შორის ”სამი სახლია” (ჩემი სუბიექტური აზრით), ეს ფილმი სანატრელად მექცა, კარგად იცავენ საავტორო უფლებებს მისი ავტორები, თორემ აქამდე აუცილებლად ხელმისაწვდომი უნდა გამხდარიყო. ”გაღმა ნაპირი”, ”მემკვიდრეობა” და კიდევ სხვები.
ამ პოსტის დაწერა გუშინ ნანახმა ფილმმა ”ომი და ქორწილი” გადამაწყვეტინა, აქვე დავწერ რომ ფილმის დასაწყისში კიდევ ორი მოსალოდნელი პრემიერა დააანონსეს, რაც მართლა ძალიან მახარებს. თვითონ ფილმზე ჩემი მოსაზრება ვასასის ბლოგზე ნაწილობრივ აისახა, ამიტომ აღარ განვმეორდები და აქ კლიკეთ მაუსს ერთადერთი დისკომფორტი კამერის დიდი დოზით მოძრაობამ შემიქმნა, თუმცა აქვე დავწერ, რომ ეს საჭირო იყო იმისთვის, რომ უფრო მძაფრად შეგვეგრძნო მოვლენები. კიდევ: ფილმში ორი თვითმფრინავის ჩამოვარდნაა ასახული, ომის რეალური შედეგი რომ არ მცოდნოდა, ვიფიქრებდი ეს ბრძოლა ჩვენ მოვიგეთ. ვასასის არ იყოს ისე გამიმძაფრდა და განმიახლდა ფილმის ნახვის შემდეგ ეს ტკივილი, გულის მოტრიალებას მთელი საღამო უშედეგოდ ვცდილობდი.
აქვე ერთი დეტალი: სეანსს კინო ამირანის მცირე დარბაზში დავესწარით, სადაც სულ 10 კაცი იჯდა ჩვენი ჩათვლით, მაშინ როცა ახალ ფილმ ”ავატარი”-ზე, რომლის ჩვენებასაც კინოთეატრები 28-დან იწყებენ სამი დღის ბილეთები წინასწარ ყოფილა გაყიდული. ნუ რას ვიზამთ. 2012-ის არ იყოს, იმ ხალხს ვინც ეს ფილმი მარტო სპეცეფექტების გამო კი არ ნახა, არამედ დაიჯერა, რომ თითქმის 3 წელში ფილმში ნანახი სიუჟეტი რეალობად იქცევა დავამშვიდებ და ვთხოვ, ბიბლიის იმ ნაწილს გადახედოს, სადაც წარღვნაზეა მოთხრობილი, თავის ბოლოში მშვენიერი ფრაზა წერია: ”ერთი წელიწადი დაჰყო ნოემ კიდობანში და გამოვიდა მეორე წლის თავს. მაშინვე ნოემ სამადლობელი მსხვერპლი შესწირა უფალსა. ღმერთმა კეთილად მიიღო მსხვერპლი და აღუთქვა, რომ ამის შემდეგ წარღვნას აღარასოდეს მოავლენდა. ამ აღთქმის აღსრულების ნიშნად უჩვენა მას ცაში შვიდფეროვანი ცისარტყელა.”