შობა ღამის ალილო

ეს ალქაჯები საიდან მოიტანა აკამ არ ვიცი, მარა შობა ღამეს ყველაფერია მათ გარდა. ასე იყო გუშინაც. არადა წელიწადში სულ 2 ჯერ გიწევს ადამიანს ეკლესიაში ღამის თევა და ესეც იმხელა პრობლემად იქცევა ხოლმე ზოგისთვის, გაგიკვირდება. არადა აბა ერთი თქვი სადმე პართი-ზე ან კაი მომლხენ-სმა-ჭამიან სიტუაციაში წადიო გადაირევა. მოკლედ სხვებზე არაფერს ვამბობ, გამოვტყდები და ვაღიარებ, რომ აღდგომის ღამისთევა უფრო სასიხარულოა ჩემთვის, ერთ რამედ მიღირს, ის მოლოდინი, სანამ ჩემი მამაო ზუსტად ღამის 12-ზე ”ქრისტე აღსდგას” გალობას დაიწყებს, მაგრამ დედების დაქარგულ ალილოს არაფერი მირჩევნია ქვეყანაზე, რაც არ უნდა მციოდეს და მეძინებოდეს. ვერაფრით ვერ შეიგნებ შობის ან თუნდაც აღდგომის სიხარულს ადამიანი, რომელსაც მარხვა სასაცილოდ მიაჩნია და საღვთო ლიტურგიები ხომ საერთოდ......... პრინციპში მათთვის ეს დღეები ხომ ჩვეულებრივია, არაფრით განსხვავებული სხვა დანარჩენებისგან.მიყვარს ღამის 12-ზე ფანჯრებში გადმონთებული სანთლები, თეთრებში ჩაცმული ბავშვები, ალილოს რომ მღერიან შეძლებისდაგვარად, გაღიმებული , ღამისთევისგან ძალიან დაღლილი სახეები, არ ვიცი, რა მარა ის აურა მიყვარს რაც ჩემს ირგვლივ ტრიალებს ხოლმე ამ დღეს.


1 comments:

  1. გილოცავ, თამო :*