ასეც ხდება, ისეც ხდება.........
დღეს ნამეტანი მომდის ვხვდები, მარა ეტყობა მეწერინება და დავწერ:))) საინტერესო დღე იყო ძალიან და უცნაურად მრავალფეროვანი. სამსახურიდან ადრე გამოვედი, შეთანხმებული ვიყავი დედასთან ექიმთან უნდა გავყოლოდი, ასეთი რამ თითქმის არ ხდება: 1. მე გავყვე სადმე და 2. დედას ექიმი დასჭირდეს, (თავადაც ექიმია). მოლოდინის რეჟიმში ვიღაცამ ჩემში მეძავი შეიცნო და რამის ლინჩის წესით გამასამართლა, ეტყობა ამ ადამიანს შინაგანი ბუნების ამოცნობის კარგი უნარი ჰქონდა თორემ, ჩემნაირ ”ძალად მოწიწებულს” ასე რატომ უნდა მიმართო აზრზე ვერ მოვდივარ.
საოცრად უცნაური იყო ის პროცედურა, რაც ექიმთან გავიარეთ (გულის ექოსკოპია), ექიმი რათქმაუნდა ნაცნობი აღმოჩნდა და მკვეთრ ფერებში ამიხსნა და დამანახა რა ხდება თურმე იმ სამყაროში, რას ჩვენთვის გრძნობადია, მარა წარმოუდგენელი. ის თუ როგორ იკუმშება, რა ხმა აქვს რეალურად და ა.შ.(ისე ყოველთვის მწყდებოდა გული რომ კარგად განცდილის გადმოცემა არ შემეძლო არასდროს). დაახლოებით ასეთი სახე აქვს ამ ყველაფერს:
რამდენიმე თვე და ვნახავთ ეს დისკი ვინ იქნება, არ იქნებ მრავლობითიცაა???
დღის ლოგიკური დასასრული, ჩემს მიერ გუშინ ნაყიდი ლოტოს ბილეთი იყო. უიღბლობის მწვერვალი: შვიდიდან ერთი დაემთხვა მხოლოდ.
მიხარია როომ ყველაფერი კარგადაა, ჯერ ჯერობით მაინც:)))))
Posted by კესო on January 14, 2010 at 3:48 AM
აუუუუ, ეგ რა მაგრობააა!!!!
ლოტოს ჯეკაც დედ, მთავარი ეგააა!!!