ეძღვნება 4-ს
გამარჯობა, მე ვარ თამუნა, მინდა ორიოდე სიტყვა დავწერო ჩემი მეგობრების შესახებ. ბევრი მსჯელობა არ უნდა იმ ფაქტს, რომ ცხოვრება რაღაც ამოუცნობი და რაღაცნაირი რამეა., მაგრამ ერთი კარგი თვისება აქვს (სხვა მრავალთა შორის), მეზობლებისგან განსხვავებით მეგობრების არჩევის საშუალებას თავად გაძლევს. მოკლედ მეც ადამიანი ვარ და ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე მეც გამიჩნდა ასეთი ადამიანები, მართალია ზოგი დროს გაჰყვა თან, ზოგი ცხოვრებას, ზოგი რას და ზოგიც რას, მარა ერთი რამ ცხადია, რადგან ამ ადამიანებს მეგობრებად მოვიხსენიებ, ე.ი ისინი იმ პერიოდში მაინც ღირსეულად ატარებდნენ ამ სტატუსს და სულაც არა ვარ იმ აზრის მომხრე, რომ ცხოვრების ბოლომდე უნდა გედგნენ გვერდით, რას იზავ ისევ ცხოვრების ბრალია ეს ყველაფერი. მოკლედ იყვნენ მეგობრები: ბაღში, სკოლის საწყის კლასებში, მეორე სკოლაში და უნივერსიტეტში, ასევე დამატებით სასწავლებლებში თუ მის გარეთ, არდადეგებისას თუ ქვეყნის ირგვლივ მოგზაურობისას, მოკლედ იყვნენ, მარა ამავე ცხოვრებამ მიჩვენა, რომ შენ თუ არ ეძებ ისინი გეძებენ და ბოლოს დაბოლოს ერთი ბრძნული ნათქვამის არ იყოს ”მსგავსი მსგავსს ეძებს და ხალისით უკავშირდებაო”. მსგავსზე რა გითხრა მარა ეტყობა მაინც არის რაღაც წერტილი, რაშიც მსგავსნი ვართ. მოკლედ ბევრი ვიარე თუ ცოტა 4-ნი დავრჩით. ეს არის მკაცრი შერჩევისა და ბევრი გამოცდის შედეგი, მრავალი ურთიერთჯახისა თუ არ ვიცი რა სიტყვებით გამოვხატო ეს მდგომარეობა. ალბათ გაჩნდება კითხვა, მეგობრობას რათ უნდა ამდენი ფიქრიო, მაგრამ ასეც არაა, ჩვენ რთული ადამიანების ნაკრები ვართ, უფრო მეტიც ძალიან რთული, იმდენად სხვადასხვა პოლუსი და ურთიერთგამომრიცხავი, რომ ვერანაირი მათემატიკური განტოლება ვერ დაადგენს ამ ტოლობას. მოკლედ ასეა თუ ისე, ეს ის ხალხია, რომელიც ბოლომდე იქნება და მიუხედავად დროდადრო აღებული ტაიმ-აუტებისა, მაინც დაუშლელი იქნება და იმდენად მყარი, რომ არ არსებობს რაიმე საშუალება რაც ამ კავშირს დაარღვევს.
Posted by კესო on January 14, 2010 at 3:45 AM
ეჭვი მაქვს, და თანაც არაუსაფუძვლო, რომ ეს ბლოგი მეც მეძღვნება:):):)
მოკლედ, რთული მათემატიკური ამოცანაა, მაგრამ ჯამი რა მაგარია - A4!!!!