ბუზუზუ
ვიფიქრე, ვიფიქრე და გადავიფიქრე
პრინციპში ბევრიც არ მიფიქრია
უბრალოდ სულ სხვა რამის დასაწერად გავხსენი ეს ფურცელი და უცებ აღმოჩნდა რომ საერთოდ სხვა რამის დაწერა მინდა.
დღეს სერიოზულად შემახსენა ჩემმა გულმა რომ არსებობს........
რა ქნას, ეტყობა მასაც სჭირდება ყურადღება.
ხოდა, ეტყობა ამ ამბის გამოძახილი იყო მთელი დღის მანძილზე თავისთავად რაღაც წარსული ამბების ამოტივტივება, ისეთი ამბების, რაც მაშინვე დავივიწყე როგორც კი გადამხდა თავს.
პირველად მაშინ ვიგრძენი რომ მეც მოკვდავი ვიყავი, როცა მაღალი გორადან დასრიალებულმა უცბად ხრამში ამოვყავი თავი და მიუხედავად იმისა, რომ თან ორი ახმახი ყმაწვილი მახლდა ვერაფრით შეძლეს ჩემი ამოთრევა. მახსოვს თავის ძლიერი დარტყმა და წამიერად გავითიშე, თვალგახელილმა თეთრებში გამოწყობილი კოლონა შევნიშნე, აქ რა მოსატანია რა ან ვინ შეიძლება მგონებოდა ეს ხალხი, მაგრამ ეს ირეალობის აღქმა ნაცმობმა სიცილმა დაარღვია და ჩემი თანხლები ადამიანების გაშტერებულ სახეს რომ შევხედე მივხვდი ცოცხალი ვიყავი და ჩემს წინ ქვეყნის თუ არა ჩემი გადამრჩენელი ნამდვილად იდგა
საერთოდ, იშვიათად ვვარდები ხოლმე ნამეტნავად უხერხულ მდგომარეობაში, სკანდალები მეზარება და ამიტომ ათასჯერ მირჩევნია ავწონი სანამ გავაკეთებ, მაგრამ ამ მეორე შემთხვევაში, ეტყობა ძალიან მცხელოდა და შარზეც ვიყავი, უფრო სწორად კიდევ ერთ გასართობს ვეძებდი, პაპარაცულად ჩასაფრებულმა მნიშვნელოვან ფიგურას სურათები რომ გადავუღე და ჩემთვის წყნარად ვაპირებდი გზის გაგრძელებას, მარა ვინ გაცალა
ხოდა, ეს ორი შემთხვევა, სხვა რამდენიმესთან ერთად ხშირად შეიძლება ქუჩაში გამახსენდეს და შეკავებულმა სიცილმა რომ არ მომგუდის (მაინც ვერიდები ვინმეს გიჟი არ ვეგონო ქუჩაში) ტუჩებს ვიკვნეტ ხოლმე
ხოდა, ერთი უცნაური ჩვევა მახასიათებს: მანქანაში უკან მიყვარს ჯდომა, მძღოლის მხარეს და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს არ ვლაპარაკობ, საერთოდ ხმას ვერ ვიღებ. ეს ამ ყველაფერთან იმ შუაშია, რომ მე მაპატიეთ თუ უხერხულობს ვიწვევ ხოლმე ჩემი ამ საქციელით. ეს ერთ-ერთია იმ ხასიათებს შორის, რომელსაც ვერ გამოვასწორებ ალბათ ვერასდროს
Posted by vasasi on January 25, 2010 at 10:02 AM
ვინ ამოგათრია ხრამიდან?
ვინ>?
ვინ?
ვინ>?
ნუ, ერთი თავგასა იყო ხომ?.. :)