ჩვენ გვინდა გქონდეთ თბილი სახლი..........

ერთ–ერთი ადამიანი იმ მცირედთაგან,  ვიზეც შეუძლია ქართულმა საზოგადოებამ თქვას, რომ ძალიან მაგარია და ამაზე არც დაეჭვდეს პაატა ბურჭულაძეა. რატომ კითხვის დასმაც არაა საჭირო, იმდენად ბევრი პასუხია ამ რატომზე.

ბევრი ადამიანი ვიცით ვინც ეწევა ქველმოქმედებას, ზოგი ამ ყველაფერს უბრალოდ თავისი ადამიანური მოთხოვნილებით აკეთებს და ძალიან მისასალმებელია, მათი სახელი ყოველთვის უცნობი იქნება ჩვენთვის, მაგრამ მათი  გაკეთებული სიკეთე, რომ ისე არ დარჩება, ეს ხომ ისედაც ცხადია.

უფრო ხშირად ვხვდებით ისეთი კატეგორიას, რომელიც აფიშირებისთვის აკეთებს ამ ყველაფერს და კეთილი საქმე მხოლოდ პოლიტიკური მოსაზრებით ახსენდება, უბრალოდ ქულების ასამაღლებლად სჭირდება და სხვა არაფერი ყრია მასში, მაგრამ ერთი დადებითი აქაც არის: ასეთ დროს თუ გამოსტყუებ რამეს ამ ხალხს, თორემ ისე რას უნდა ელოდო.

რაც შეეხება პირველხსენებულს, აქ სხვა შემთხვევასთან გვაქვს საქმე: იდეა სრულიად განსაზღვრული, სფერი და მიზანი ძალიან ცხადი და რაც ყველაზე დასაფასებელია, საქმე კეთდება არა ერთი კაცის სახელით, არამედ მთელი მოსახლეობის მცირედი შენაწირით.

2 comments:

  1. მართალი ხარ :))

  1. მე მიყვარს პაატა.. :)

    გუშინ ქვემოთ რომ ვყოფილიყავი, აუცილებლად ავიდოდი სცენაზე ბოლოს და მადლობას გადავუხდიდი.. :)