ჩვენი ვეფხისტყაოსანი

ალბათ ყველა ერს აქვს რაღაც საამაყო და ის განსაკუთრებული, რაც მხოლოდ მისია და სხვა ვერ მიითვისებს. "განსაკუთრებული" ეს ცნება პირობითი სულაც არაა და მართლა მაგარია ქართული ენა რომ მასში არსებობს ისეთი სიტყვები, რომელიც მარტო მას ახასიათებს და თავიც რომ მოიკლა სხვა ენაზე მის გადათარგმნას კი არა გამოხატვასაც ვერ შეძლებ. ახლადგარდაცვლილი მუხრან მაჭავარიანი მახსენდება ერთ–ერთ ლექსში ამბობს ".. მარტო წვიმას აქვს სახელი ცხრა"–ო.

რამდენიმე კვირის წინ ჟან შარდენის ამ მოგონებას ვკითხულობდი და პროტესტი გამიჩნდა, რა დამსახურებით ჰქვია ქვეყნის ერთ–ერთ ცნობილ ქუჩას ამ ადამიანის გვარი... (წაიკითხეთ და თავად განსაჯეთ)

პოსტის სათაურმა არ დაგაბნიოთ, ცხადია თავს უფლებას არ მივცემ ვეფხისტყაოსნის იდეალურობაზე მე გამოვთქვა რამე აზრი.

უბრალოდ, კიდევ ერთ დაკარგულ ტრადიციაზე მინდა გიამბოთ.  ცნობილია რომ საუკუნეების მანძილზე ვეფხისტყაოსანი ხელიდან ხელში გადადიოდა, რომ არ დაკარგულიყო, ხალხი მასიურად ზეპირად სწავლობდა, რომ შემოსევების დროს მისი კვალი არ გამქრალიყო, წარმოიდგინეთ რამხელა შრომაა, როცა მას წერდნენ და ასე ამრავლებდნენ. არაა გამორიცხული საუკუნეების მანძილზე მისი ტექსტი შეცვლილიყო, ვინმეს თავის გემოზე გადაეკეთებინა და ის სულაც არ გავდეს პირვანდელს, მაგრამ მაინც მგონია, რომ ძირითადი იდეა არანაირად არ დაიკარგებოდა და თუნდაც იმ სახით რაც დღესაა ძალიან მაგარია.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, რამდენიმე წლის წინ გადავწყვიტეთ დაკარგული ტრადიცია აღგვედგინა და ჩვენს სანათესაოში (აქ საუბარია დეიდაშვილ, მამიდაშვილ, ბიძაშვილებზე) ახალოჯახშექმნილი ადამიანისთვის საჩუქრად "ვეფხისტყაოსანი" მიგვეძღვნა.  ეს ამბავი ამწუთას იმიტომ გავიხსენე, რომ ჩვენ 9 დან მესამეს ელის ეს ძვირფასი (აუცილებლად მოოქროვილი) წიგნი თავისი იუმორგაჯერებული  წერილით და ისე გვიხარია ყველას ენით გამოხატვა ჭირს....

პ.ს. თუ მოგვბაძავთ იდეის მოპარვაში არ ჩაგითვლით, პირიქით გაგვიხარდებაა:)))

3 comments:

  1. მივესალმები! მე გამიხარდებოდა :D

  1. შენ იცი ჩემი ამბივალენტური დამოკიდებულება ამ გენიალური ნაწარმოებისადმი, მაგრამ მაინც, ჩემს სახლშიც ინახება ჩემთვის ეს წიგნი უკვე მრავალი წელია (უბრალოდ, მოოქროვილი არაა):).
    მშუენიერი ტრადიციუსია:D:D

  1. Posted by ნათია on February 2, 2012 at 2:52 AM

    ნამდვილად კარგი ტრადიციის გაგრძელებაა. ალბად საინტერესო იქნება თქვენთვის ვიზიტი ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, სადაც ვეფხისტყაოსნის უძველესი, საუცხოოდ მოხატული და უამრავი მინიატურებით შემკული ხელნაწერები ინახება.