კვარტალში ერთხელ.......

"კვარტალი" ალბათ ლათინური სიტყვაა და ნამდვილად წელიწადის მეოთხედს ნიშნავს. ხოდა რა ხდება იცი კვარტალში ერთხელ??? ჯერ სამსახურიდან მოვლენ, როგორც იქნება შეიკრიბებიან, მერე ივახშმებენ, ისე რომ კარგა ხანს საკვების ხსენება აღარ უნდოდეთ, აქვე ისაუბრებენ სამსახურზე და გარე პრობლემებზე, ფონად იქნება მუსიკაც, დაბალ ხმაზე ჩართული, მერე შეიკეტებიან ერთ ოთახში და მთელი ღამე დაბალ შუქზე მოჰყვებიან ყველაფერზე:

აზრიანად თუ უაზროდ,

ფილოსოფიურად თუ გულუბრყვილოდ;

იცინებენ, იტირებენ.

მადლობას იტყვიან რომ არსებობენ, ხან დაგმობენ გაჩენის დღეს.......

აივსებიან და აავსებენ ერთმანეთს;

განიმუხდებიან და დაიმუხტებიან;

დასახავენ მიზნებს და შეაჯამებენ არსებულს;

მოკლედ ეს ხდება მხოლოდ კვარტალში ერთხელ..........

4 comments:

  1. Posted by Anonymous on May 11, 2010 at 4:05 AM

    კვარტალში ერთხელ... არადა, უფრო ხშირადაც შეიძლება... გაიხაროს სკაიპის მომგონმა, კიდევ კარგი ყოველდღე შეიძლება კლავიატურაზე ჩხაკუნი აზრიანად თუ უაზროდ... :-)

  1. გაიხაროს სკაიპის მომგონმა. ყოველდღე რომ შეიძლება კლავიატურაზე ჩხაკუნი, აზრიანად თუ უაზროდ... :-)

  1. და მთელი კვარტალი ამ დღეს როგორ ელოდება ყველა, თან, მთელი გულით...
    ვარ დილიდან გაღიმებული სწორედ ამ საღამოს მოლოდინში და ზუსტად ვიცი, რომ ის ყველაფერი, რაც დაწერე, ასრულდება:)