დრო ფულია?????
მინდა მქონდეს 1 მილიონი. ბოლო 1 თვეა ეს ფრაზა მუდმივად ტრიალებს ჩემს გარშემო (სამსახურს ვგულისხმობ).
ფიქრობენ,
მსჯელობენ,
განიცდიან,
გეგმებს აწყობენ,
უბრალოდ ერთი პრობლემაა, მილიონი არ აქვთ და არც ის გზა საიდანაც მისი შოვნა შეიძლება........
მე ამ ორომტრიალში ჩემი აზრს მორიდებულად ვაფიქსირებ (როცა მეკითხებიან რათქმაუნდა):
არ მინდა მილიონი, სულაც არ მინდა ......... და სწორედ აქ იწყება თავდავიწყება.
არა მილიონი რათქაუნდა ყველას უნდა და რაც მეტი მით უკეთესი კიდევ, მაგრამ ჩემი პასუხის პასუხად საკმაო გასამართლებელი მიზეზი მაქვს.
კითხვაზე: რატომ, შეგცვლის ის შენ???
პასუხი: 1. არა, მე ისევ ისეთად დავრჩები, უბრალოდ სხვები შეიცვლებიან ჩემს მიმართ (სხვებში მეგობრებს ვგულისხმობ ან იმ ადამიანებს, ვისი აზრიც მნიშვნელოვანია ჩემთვის) და მე არ მექნება იმის თავი ვამტკიცო, რომ ეს თანხა ჩემთვის არაფერს ნიშნავთ, მითუმეტეს ხელს არ უშლის ურთიერთობებს.
2. ვერ შევძლებ განვკარგო ისე, რომ ამით ვინმეს ან თუნდაც საკუთარ თავს რაიმე კარგი გავუკეთო, ერთი მიზეზის გამო: ყოველთვის მექნება ”ნეტა უფრო მეტი მქონოდას” განწყობა და ნაკლები თავისუფლება........
3 და ამ ეტაპზე ბოლო, ცოტა რომ გაქვს იმ ცოტას გაცემა უფრო უხარის ხოლმე გულს.....
მოკლედ არ მინდა სამყარო და მისი დამოკიდებულება ჩემს მიმართ შეიცვალოს მხოლოდ ერთის, მატერიალურის ნიშნით. მოკლედ არ მინდა მქონდეს მილიონი:))))
ვისაც გექნებათ, ღმერთმა ხელი მოგიმართოთ.........
Posted by babisa on December 15, 2009 at 12:47 PM
milioni cotaa
:D
barem bevri milioni :)))
sixarbis gamo ara
martla cotaa :D