იქ სადაც სდუმან...........
ნაწილი 1
ზუსტადაც რომ ეგარი, არ დავიწყებ აქ იმის ახსნას ეგვიპტე სად მდებარეობს, რა ესაზღვრება და საერთოდაც რას წარმოადგენს, დაინტერესებულთ (თუ ასეთი გამოჩნდება რათქმაუნდა) შეუძლიათ ამ ლინკს გაეცნონ. მოკლედ იყო და არა იყო რა იყო იდეა, სადღაც ერთი წლის წინ გაჩენილი და ზუსტად 1 წლის მერე ახდენილი. ჩემს ცხოვრებაზე დაკვირვება მაჩვენებს, რომ რაც უფრო დაჩქარებული ტემპებოთ მიდის საქმე, მით კარგი შედეგით მთავრდება იგი. ასე მოხდა ამჯერადაც. გავიდა რეკლამა, ერთი ღრმად ამოვისუნთქე და გაჩნდა აზრი (მამას მხრიდან), მოდი გადადე მანქანის ყიდვა და წადი ეგვიპტეში (უნიკალური მამა მყავს). და იყო იმ დღის მერე ფიქრში გათენებული იმავე დღის ღამე, და გათენებული მეორე დღე, რომელმაც მიბიძგა ჯერ საიტები გადამეთვალიერებინა, მერე რამდენიმეგან დამერეკა, მერე ადგილზე მივსულიყავი იმ რამდენიმეგან და ბოლოს გადაწყვეტილება მიმეღო (გაზვიადებული არაა, ყველაფერი თავად დავგეგმე და განვახორციელე, თან ისე რომ ბოლომდე არ მჯეროდა). ეს ყველაფერი 1 კვირაში ჩამოყალიბდა და ფრთა შეესხა. აქვე იყო განცდა, უკვე რეალობის წინაშე დამდგარი ადამიანის (ზოგადად ნერვიული ტიპი ვარ, ამას ყველგან ვაღიარებ სადაც საშუალება მეძლევა.) რაზე ვნერვიულობდი???? ალბათ იმაზე რომ აზიაში (აფრიკაში) მივდიოდი, მომყვებოდა (მიმყავდა) გიორგი, რომელსაც თმის ღერიც რომ ჩამოვარდნოდა საკუთარ თავს არ ვაპატიებდი და ხათო, რომელიც უუუძალიანესად მინდოდა რომ წამოსულიყო და ყველაფერი გავაკეთე ამისთვის. ბავშვობიდან ერთი განსაკუთრებული ტრადიცია მახსენდება ჩვენს ოჯახში, სახლიდან ყველა ერთად არ უნდა გავიდეს, განსაკუთრებით თუ ეს გასვლა შორ, სარისკო გზას ეხება და განსაკუთრებით ეს მოთხოვნა ახალგაზრდა თაობაზე ვრცელდება. მინდა ვთქვა რომ ამ შემთხვევაში ეს ტრადიცია აბსოლუტურად დავარღვიეთ. ბევრი რომ არ გავაგრძელო და ზედმეტად რომ არ დავკონკრეტდე, მოკლედ დადგა ის დღე როცა უნდა წავსულიყავით იქ, სადაც მუდამ ზაფხულია და წავედით კიდეც. წავედი და არც ვინანე, თუმცა აქვე ვაღიარებ აბსოლუტურად საკმარისი აღმოჩნდა ის დრო, რაც გავატარე და აქვე დავწერ, რომ წამოსვლისას, იგივე გულის წყვეტის გრძნობა დამრჩა რაც ასე ხშირად მდევს ხოლმე თან რაღაც რომ მთავრდება.
ნაწილი 2
და ალბათ გაჩნდება კითხვა რა იყო იქ:
იყო სასტუმრო;
აჰმედი (გიოს მიერ ხვიჩადწოდებული), ქართველით გულდამწვარი.........
მუჰამედი (უმაგრესი ადამიანი)
ე.წ სოსო (შეზლონგების მეთვალყურე)
იყო:
ქაირო
პირამიდ(ები)ა
სფინქსი
ალიონი სინას მთაზე
ორთოდოქსული მიმდინარეობის ერთ-ერთი სასწაული შეუწველი მაყვალი
ფერადი კანიონი, დაუვიწყარი თავგადასავლებით
იყო ზღვისქვეშა სამყარო და ჩემივე გაბედულებით განცვიფრებული მე
და კიდევ, რას მუჰამედი
კიდევ ძალიან, ძალიან ბევრი რამ ის რაც გონებაში ჩაიბეჭდება და ენით არ გამოითქმის, ის რაც მარტო ფოტოაპარატმა დააფიქსირა და თვალმა ვერა, ის რაც ჩემს რვეულში ჩაიწერა (რომელიც იქ ყოფნის განმავლობაში დღიურის მაგივრობას წევდა) და იქვე დარჩა. მოკლედ კარგი იყო, ძალიან კარგი.
პ.ს. იყო ნათია (კუდა) და მისი ემოცია
ხათო და მისი განცდები
ნინო და.............
Posted by nati kuda on December 9, 2009 at 11:50 AM
ჯერ კიდევ მძინავს.. ნელ-ნელა ვიაზრებ :)