ცოტა გულახდილად
ბოლო პერიოდია ვხვდები, რომ ძალიან ხშირად ვვარდები დეპრესიაში (ყოველ შემთხვევაში ჩემს ამ მდგომარეობას დეპრესიას ვეძახი). ეს დღეებია ვფიქრობ და დავასკვენი, რომ სულ რამდენიმე მომენტი მაგდებს ამ მდგომარეობაში: 1. როცა რაღაც მინდა და არ მაქვს, 2. როცა რაღაც არ მინდა და მაქვს და ბოლოს, 3. როცა ირგვლის ყველაფერი ყოველდღიურობაში გადადის.
დღეს დილიდან ვაკვირდები, რომ ბოლო რამდენიმე დღეა ერთი და იგივე ხდება: დილის 07:50-ზე რეკავს მაღვიძარა, 08.00-მდე ვიტანჯები იმ ფიქრით ავდგე თუ არა, ბოლოს საკუთარ თავს ვერევი და ვდგები, მერე სადღაც 30 წუთი მოწესრიგების, ტანსაცმლის შერჩევის და სხვა წვრილმანების პერიოდი და ზუსტად 08:40 წთ-ზე გავდივარ სახლიდან.გზად აუცილებლად ვხვდები ჩემი უბნის მეეზოვეების ბრიგადირს და #61 სამარშუტოს გამცილებელს, ყოველდღიურობაა მათი დაინტერესებული მზერა:))) მერე ეს ყველაფერი გრძელდება სამსახურში, ყოველ დღეს ერთი და იგივე დროს, ერთი და იგივე ხალხი, ერთი და იგივე კითხვით და ერთი და იგივე ამოჩემებული რეპერტუარით. მოკლედ საათივით აწყობილი საქმე. დიდი ხანია დავაფიქსირე, რომ ეს აწყობილობაა რაც მკლავს და ამისგან გაქცევას ვცდილობ მთელი ცხოვრება. რათქმაუნდა მესმის იმ ადამიანების, რომლებსაც ვერაფრით გაუგიათ 2 კვირის წინ ეგვიპტიდან დაბრუნებულს რატომ უნდა მქონდეს ისევ დაკარგვის სურვილი. მოკლედ, ასეა და რა ვქნა, კაცია და გუნებაო ხომ უთქვამს ვიღაცას, უთქვამს და ძაან გენიალურადაც.
0 comments:
Post a Comment