უუუუუუ...................ოდ

იყო დღე მშვიდი, წყნარი

და იდეაში ეს სრულიად არაფრისმთქმელი დღე უხმაუროდ ჩაივლიდა, რომ არა საღამო.......

რაღაც უცნაური, თავბრუსდამხვევი, ისტერიკიანი, განწირული და არვიცი კიდევ რა.........

პრინციპში ყოველთვის  მჯეროდა და ახლა მითუმეტეს, ერთ წამს იმდენი რამის შეცვლა შეუძლია, რამდენსაც საუკუნე ვერასდროს ვერ შეძლებს.

არაფერს ვამბობ, უბრალოდ მეშინია იმ დღის დადგომის, როცა გამოსავალს ვერ დაინახავ....

იყო რაღაც ამისთანა ალბათ გუშინდელშიც..........


ოცნებათაღმწერი

ბოლო პოსტიდან გამომდინარე ისღა დამრჩენია გასართობი ვეძიო, რომ საკუთარ კოშმარულ სიზმრებს არ ვემსხვერპლო ერთხელ და სამუდამოდ, ამიტომ კიდევ ერთ ჩემეულ უკვე ტრადიციადქცეულ ამბავზე დავწერ: ყოველი ახალი სეზონის პირველ დღეებში ტერორისტივით ვესხმი ხოლმე ე.წ. A4-ს (რაღათქმაუნდა სკაიპის მეშვეობით) და დიდის მონდომებით ვაიძულებ სამი სურვილი წარმოთქვან, ეს სურვილები არ უნდა იყოს მესამე განზომილების, რაღაც მისტიკური თუ რეალობისგან სრულიად მოწყვეტილი, არა სრულიად უბრალოდ, მოვითხოვ ჩამოაყალიბონ სამი ისეთი რეალური რამ, რომლის განხორციელებაც მათთვის მნიშვნელოვანია იმ პერიოდისთვის და ასრულებადია მეტ-ნაკლებად მომდევნო სამი თვის განმავლობაში მაინც. სიმართლე გითხრათ ეს სურვილები იქვე ისტორიას ბარდება და ალბათ თითოეულის გულში მათი გახსენება ან თუნდაც ფიქრი უკვე ნათქვამზე ახალი კვარტლის დასაწყისში იწყება. მოკლედ კარგია თუ ცუდი ფაქტია, რომ ეს ამბავი პირადად ჩემთვის, რაღაცის დაფიქსირების და შემდეგ მისი მიღწევისკენ გზების ძიების ერთადერთი საშუალებაა და მიღწევის თუ არა ჯანდაბას, კეთილ  ოცნებას კაცი როდის მოუკლავს, რომ მაინცდამაინც ჩვენ გვიმსხვერპლოს :)

პოსტი რომელიც წაკითხვად არ ღირს........

ვიწყებ ხმამაღალ ფიქრს:

საქმე იმაშია, რომ რამდენიმე კვირის წინ ფილმი 2012 ვნახე, წინა პოსტში ამ ფილმს სრული სისულელე ვუწოდე, მაგრამ ნახვის შემდეგ აღმოჩნდა, რომ მეც დამთრგუნა, და არამარტო დამთრგუნა ფიქრიც კი დამაწყებინა. რათქმაუნდა სრულად ვაცნობიერებ ფილმის არარეალობას, მაგრამ აქვე ერთვება ჩემი არაცნობიერი და წამიერად მახსენდება ისეთი ცნებები, როგორიცაა, ”მეორედ მოსვლა”, ”აპოკალიფსი”, ”ქვეყნიერების დასასრული” და ა.შ. ერთი რამ ფაქტია. ქრისტეს აღდგომიდან მოდის ეს ფრაზები და კაციშვილმა არ იცის როდის, მაგრამ როგორც ყველა მეტნაკლებად მორწმუნე და ეკლესიურ ადამიანს მეც მჯერა რომ მეორედ მოსვლა იქნება. ერთი რამ ფაქტია ადამიანები ამ ცნებებს მარტო ტერმინების დონეზე განვიხილავთ და რეალურად არ ვუფიქრდებით რა შეიძლება იყოს ნაგულისხმები ახალ აღთქმაში ნათქვამი მეორედ მოსვლის ქვეშ. ამ საკითხზე ჩემი ჩაფიქრება რამდენიმე კვირის წინ მომხდარმა სასტიკმა მიწისძვრებმა და გახშირებულმა ბუნებრივმა კატაკლიზმებმა გამოიწვია, ამ ამბებმა იმდენად შემზარა, რომ კიდევ ერთხელ დავინახე რა სუსტი ვარ და რა ურწმუნო.მთელი კვირა გამოსავლის ძიებაში გავატარე ფარულად რათქმაუნდა და იმ დასკვნამდეც კი მივედი ივერიის გაბრწყინება იმედია ზეციურში არ მოხდება   . მოკლედ სანამ ყველას დასაცინი გავმხდარვარ აქ ვწყვეტ ჩემს ფილოსოფიას და უაზრო ფიქრს, მითუმეტეს მაშინ როცა წინ იმდენი კარგი რამე მელის, თუ რა ეს შემდეგ ჩანაწერებში გამოჩნდება  

გზფხლ

მშვენიერია, გავიხედე-გამოვიხედე და აღმოვაჩინე რომ ზამთარიც გადაგვიგორებია. არა განა ამის აღმოჩენას რა დიდი ამბავი უნდოდა, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ რომ დილაადრიან ერთ ჩაბნელებულ ოთახში შედიხარ, სადაც მზე საერთოდ ვერ აღწევს, საკმაოდ ცივა და განწყობაც მეტწილად შესაბამისია და ამავე შენობიდან შებინდებისას გამოდიხარ უკვე ცხადი ხდება ყველაფერი. დღეს საქმეზე შუადღისას მომიწია გამოსვლა და რას ვხედავ, აშკარად გაზაფხულის სუნი ტრიალებს, ამ თბილისში ამის შეგრძნება ცოტა რთულია, მარა მაინც. უუამრავი ყოჩივარდა (ჩემი კიდევ ერთი სისუსტე) და ჩაცმულობაში გამოხატული ზაფხულის მოლოდინი იგრძნობა. ერთი მომენტი გამახსენადა ამ წამს, შარშან დედის დღეზე გზად მივდიოდი და ასეთ სურათს წავაწყდი. საღამოხანია და თითქმის შუა ტრასაზე მანქანას აჩერებს ადამიანი, მძღოლი გადმოდის და მოურიდებლად ტეხს რამის ტროტუარზე ამოსული გაყვავებული ნუშის ხის ტოტს. მერწმუნეთ ლამაზი სანახაობა იყო. (მე ასე აღვიქვი ყოველშემთხვევაში).

მიხარია, ძააალიან მიხარია, წინ დიდი გეგმები მაქვს და დარწმუნებული ვარ ყველაფერი მართლა ძალიან კარგად იქნება  

  

კიარადაარაკი

შურიან ადამიანად ნამდვილად არ ვთვლი საკუთარ თავს (პრინციპში არც ირგვლივმყოფნი მიმიჩნევენ ასეთად, თორემ ამის შენიშვნა არ გაუჭირდებოდათ), მაგრამ ბოლო ხანებია აშკარად ვიჭერ საკუთარ თავს შურის გარკვეული სახის გამოხატულებაში. ალბათ მართლა არსებობს ამ უკანასკნელის შავი და თეთრი გამოვლინება. მე ჩემს თავთან მომართებაში თეთრ შურს განვიხილავდი. საქმე იმაშია, რომ ამ რამდენიმე დღის წინ სრულიად შემთხვევით ჩემს სატელიტზე აღმოვაჩინე ერთი რუსული არხი სახელწოდებით ”Моя планета”. ამ აღმოჩენამ კი გამოიწვია ის რომ მე და ბებიაჩემი დასვენების დღეებში მინიმუმ ორ ქვეყანაში ვმოგზაურობთ გადაცემის წამყვანთან ერთად და ამ ქვეყნების კულტურასა თუ ცხოვრების თითქმის ყველა სფეროს დაწვრილებით ვეცნობით. ჩემი ბოდიალისა და წანწალისადმი მიდრეკილება ნაცნობებისთვის ახალი ამბავი არ უნდა იყოს, მაგრამ შურის მომენტი ტყუილად არ მიხსენებია. სანამ საქართველოს ძირითად ნაწილს შემოვივლიდი ცხადი გახლდათ ჩემი მიზნები და შედარებით ადვილად განხორციელებადი. ეხლა ვისი მშურს იცით, (ალბათ კარგია რომ ვაღიარებ მაინც): იმ ადამიანების ვინც მოახერხებენ ამ ტურით ისარგებლონ, იმ ჟურნალისტების, ვისაც შეუძლიათ საქმის პარალელურად უამრავი რამ ნახონ და ვისი გამკვირვებია??? მათი ვისაც ეს სფერო საერთოდ არ აინტერესებს.........


შენდობას ვითხოვ.....

არა იმიტომ რომ დღეს შენდობის დღეა, არამედ იმიტომ რომ მთელი დღეა თავისთავად მომდის გონებაში ვინ რა უნდა შემინდოს და ცოტა არ იყოს მრცხვენია საკუთარი თავის, აი ისე ვარ რომ იტყვიან: ”მე მაპატიეთ რომ ვარსებობ”-ო.

PARTY ეპოქა

2 შემთხვევაში ვალაგებ სახლს ძირფესვიანად. როცა სტუმარს ველი ან თუ ვიცი, რომ მთელი დღე უსაქმოდ უნდა გავატარო. პირველ შემთხვევაში მოვალეობად მაკისრია, მეორე შემთხვევაში ეს საქმე აზარტად მექცევა ხოლმე. რაღაცით დავიწყებ და დღის ბოლოს ვხვდები რომ მთელი დღე ამ საქმეში გასულა. ისე ეს მეორე შემთხვევა იშვიათად ხდება, პირველი კი სტუმარს გააჩნია, რამდენად მინდა არ შევარცხვინო ოჯახი, იმის მიხედვით. ისე ვაღიარებ რომ სახლის დალაგება ჩემი გატაცება ნამდვილად არაა.


სტუმართა 2 კატეგორიას გამოვყოფ: ისინი ვინც უშუალოდ ჩემთან მოდიან და შესაბამისად ჩემს თავზე ვიღებ ყველა პასუხისმგებლობას და  ისე განვიცდი და ვნერვიულობ ხოლმე, რომ უკვე მოსულებს ემოციებისგან სრულიად დაცლილი ვხვდები. რა ხანია ამ მდგომარეობის შეცვლას ვცდილობ ჩემში, მაგრამ არ გამომდის და რა ვქნა. მეორე კატეგორიას ის ადამიანები მიეკუთვნებიან, ვინც ოჯახის სხვა წევრებს სტუმრობს და შესაბამისად მეც განახევრებული პასუხისმგებლობით ვხვდები ამ ამბავს..

ისე ბოლოს მაინც ყველაფერი კარგად მთავრდება ხოლმე.

როგორც იტყვიან შედეგად: ”კრება დარჩა მხიარული”-ო ასე გამოდის.

დღევანდელი შემთხვევაც მგონი ცუდი არ იყო. ჩემი მხრიდან ამ საღამოს ქება არ მოსულა, მაგრამ მოლოდინები გამართლდა მგონი, მეც მეტნაკლებად კმაყოფილი ვარ   

პ.ს ისე ყოველთვის ვეთანხმებოდი იდეას, რომ შეუცვლელი არ არსებობს........
ასე რომ არც დაკარგვას უნდა დიდი ამბავი და პოვნას ხომ მითუმეტეს