ვინიცობაა და მიცანით

თავს ვითაგავ clown ისგან და შესაბამისად ყველას მოგიწოდებთ თემა განაგრძოთ....

გახედება არ დაგჭირდებათ, არც გამოხედება. ბევრგან შეგიძლიათ მნახოთ, თბილისში, ქალაქგარეთ, მთაში, ბარში, ავტობუსში, სამარშუტოში, აი მეტროში ნაკლებად, მაგრამ მაინც, რა იცი და რა ხდება. მოკლედ ყველგან სადაც ელით ან არც ელით.....

ხოდა მათთვის ვინც ჯერ კიდევ არ მცნობს:)))


ჩაცმულობა ძირითადში მკაცრად სპორტული, მერე რა რომ სამსახური ცოტაოდენ სერიოზული მაქვს, ჯერ ამის გამო შენიშვნა არ მოუცით და იყოს ვის რას უშლის ჩემი ჯინსები და უძირო ფეხსაცმელი.......

სახე იმდენად მოღუშული, რომ დალაპარაკების შეგეშინდებათ (ბევრმა შენიშნა და ამიტომ აღვნიშნავ, თორემ მე ასე სულაც არ ვფიქრობ).

ხელში უმიზნოდ და უმიზეზოდ აუცილებლად მიკავია ხელსახოცი ან ჩანთა დამაქვს ჩაკრული, რაზეც თავის მხრივ კარგ ფსიქოლოგს უპრობლემოდ შეუძლია თქვას, რომ ჩაკეტილი ადამიანი ვარ........

ქუჩაში ვერავის ვცნობ არა უყურადღებობის გამო, უბრალოდ გაშტერებული მზერით მიყვარს სიარული და ჩქარი ნაბიჯით....

სამარშუტოში თუ თავად არ გამოიჩინეთ ინიციატივა სულაც არ მოგესალმებით ზემოთხსენებული მიზეზის გამო, ან შეიძლება სახეზე მეცნოთ, მაგრამ თუ 100% დარწმუნებული არ ვარ რომ ეს ისაა ვინც მგონია, უხერხულ მომენტებს ავარიდებ თავს...

რამე გამორჩეული მახასიათებელი ამათ გარდა არ უნდა მქონდეს, საშუალო არითმეტიკული ქართველი ვარ და არც ისე საშიში, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება ეჩვენოს ვინმეს.

რაღაც წიგნური

ჩემს კიდევ ერთ ცხოვრებისეულ სისუსტეზე მინდა დავწერო. (რამდენიმე წინა პოსტებში გაგაცანით). პირველი წიგნი დამოუკიდებლად სადღაც 6 წლისამ წავიკითხე და ეს ”ბიჭუნა და სახურავის ბინადარი კარლსონი” იყო. დამოუკიდებლად იმიტომ გავუსვი ხაზი ამ სიტყვას, რომ თვითონ ლიტერატურასთან შეხება ალბათ ძალიან პატარა ასაკში მომიწია. ეს განსაკუთრებით  დედაჩემის დამსახურებაა, რომელიც ძილის წინ გვიკითხავდა ხოლმე რაღაც-რაღაცეებს მე და ჩემს დებს. ყველაფერი ასაკის მატების პარალელურად გაგრძელდა: ჯერ იყო ზღაპრები, შემდეგ ბავშვური თავგადასავლები, თანდათან ისტორიულმა (ძირითადად საქართველოს შესახებ) ამბებმა გამიტაცა, შემდეგ ფრანგული ლიტერატურა გადავაბულბულე ერთი მარტივი მიზეზის გამო, სკოლაში ფრანგულს ვსწავლობდი და მაშინდელი გამოყოლილია ალბათ ახლაც, რომ ასე ძალიან მიყვარს ყველაფერი ფრანგული (ქართულის მერე რაღათქმაუნდა), უფრო მოგვიანებით იყო რუსული და დანარჩენი ცნობადი კლასიკოსები, და ასე აღმოჩნდა, რომ სადღაც მეცხრე კლასისთვის არამარტო ჩემი ოჯახის არცთუისე ღარიბი ბიბლიოთეკა, ასევე მთელი სანათესაოს ფარგლებში არსებული წიგნები წაკითხული მქონდა. მათგან ბევრი რათქმაუნდა ვერც გავიგე, უფრო ბევრი აღარც მახსოვს რა შინაარს მოიცავდა, მაგრამ ფაქტია, რომ ზოგადად თუ რამე ადამიანური მაბადია ამ წიგნების გავლენითაა. ამ პოსტის დაწერა იმან გამოიწვია, რომ ცხოვრების რაღაც გარკვეულ ეტაპზე ადამიანი ეტყობა იღლები და სხვა გასართობებით ცდილობ რაღაცეების ჩანაცვლებას. მაინც მგონია, რომ ჩემს ბავშვობაში რომ ყოფილიყო კომპოუტერი, მეც ალბათ ბევრ დროს მას დავუთმობდი და წიგნებს აუცილებლად გვერდით გადავდებდი, ამიტომ რაღაც მომენტში მიხარია კიდეც ეს ასე რომ არ მოხდა. დღეს რაღაც გარკვეული პაუზის შემდეგ წიგნების მაღაზიაში აღმოვჩნდი და თანამედროვე ქართველი მწერლის დათო ტურაშვილის ახალი კრებული შევიძინე. აქვე აღვნიშნავ, რომ ეს არის ალბათ ერთ-ერთი იმ მცირედთაშორის  მწერალი (ქართველი), რომელიც ყოველთვის მომწონდა და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს მისი ყველა ნაწარმოები, პატარა მოთხრობაც კი მახსოვს.უბრალოდ ძალიან ემთხვევა ჩვენი აზრები ერთმანეთს და შესაბამისად კარგად მეკითხება, მოუხედავად იმისა ვარ თუ არა საერთოდ წიგნის კითხვის ხასიათზე. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან კარგად მახსოვს სტუდენტობისას აღებული ხუთოსნობის სტიპენდია (სულ რაღაც 17 ლარი) ახალი წიგნის ყიდვას ხმარდებოდა, მაშინ როცა დღეს ჩემი ხელფასი ძალიან, ძალიან ბევრით მეტია ამ თანხაზე და არ ვიცი რატომ........... ალბათ იმიტომ რომ ჩავარდნა ლიტერატურაში ძალიან გაგრძელდა და ერთ დღესაც აღმოვაჩინე, რომ ის იმდენს ვეღარ მაძლევს, რომ ჩემი სულიერი მოთხოვნილებები შეავსოს. ერთი კვირის წინ თავს ძალა დავატანე და მშვენიერ ქართულ ლიტერატურულ საიტს ვესტუმრე, რამდენიმე საინტერესო სათაურიანი და ავტორიანი ნაშრომი ამოვბეჭდე და როგორც ჩვენში იტყვიან ჩავუჯექი... ხოდა ძალიან ოპტიმისტურად, ალბათ ამის მიზეზი იყო დღეს წიგნის მაღაზიას რომ მივადექი და ჩემთვის საყვარელი მწერლის კრებული შევიძინე.........



პ.ს. აქვე გულისტკივილით მინდა დავწერო, რომ ჩემი ბოლო მოგზაურიბისას ტრაპზონში, კერძოდ სუმელას მონასტრის აღმართზე შეხვედრილი ადამიანი, რომელიც დაინტერესდა მე სხვა გზით როგორ მოვხვდი ამ ადგილას ზემოთხსენებული მწერალი აღმოჩნდა, მე კი იმდენი გამბედაობა არ მეყო მეთქვა, რომ უბრალოდ დიდ პატივს ვცემ.......

ხოდა ასეეე...........

დიდი არაფერი


მერე რააააა


ვის არ მოსვლიააა

ყველაფერი გავლადია


უბრალოდ ცოტა დრო და დაგვავიწყდებაა

მოლოდინი, მოლოდინი და ლოგიკური შედეგი


როდის ყოფილა ჩემს ცხოვრებაში რამე დაგეგმილად, მოლოდინის რეჟიმში, სამართლებრივად ასრულებულიყოს.......

ალბათ არ იყო საჭირო

ალბათ უფრო უკეთესი მელის წინ

ან უფრო საშინელისგან დამიცვა ღმერთმა

ოდესმე ალბათ იქნება

აუცილებლად იქნება

მერე რა რომ ძალიან, ძალიან მინდოდა

პ.ს. უბრალოდ არ ჩამირტყეს იერუსალიმის ვიზა..........

შენახულია საქართველოში

კიდევ ერთი მშვენიერი week-end, კიდევ ერთხელ გადაგეგმილი დღე და შემთხვევით აღმოჩენილები ოქროს მუზეუმში და კიდევ ერთხელ გამოტანილი განაჩენი: გენიალურია

ხახულის ღვთისმშობელი

ანჩისხატი_(ხატი)

თამარის ჯვარი    



უფრო დაწვრილებით ვსტუმრობთ მუზეუმს და მანამდე ვაკლილებთ აქ                       

კონკრეტულებს

შენ,

ხოხო შენ,

სწორედ შენ

ან თუნდაც თქვენ,

შენ, რომელიც ამ ნაწერს შენს თავზე მიიღებ,

მინდა იცოდე, რომ თუ შენთან ვურთიერთობ ე.ი. მინდა, მომწონს და რაღაცით მაძლიერებ....


მაგრამ

ისიც მინდა იცოდე, რომ შენ ისევე ვერ შემავსებ სრულყოფილად, როგორც მე ვერ ვიზავ იგივეს.


ამიტომ

სხვაც მჭირდება

ის ვინც იმ სხვას მომცემს, რაც შენ ვერ შეძელი,

რას ვიზავთ, ასეთი ყოფილა ეს ცხოვრება.


ბოდიშს ვიხდი......




12/07/70 - 13/04/2010

* * *
ჩემი ქვეყანა-მზიანი,კოხტა...
ჩემი ქვეყანა ნახევრად მოკვდა...
ჩემი ქვეყანა მუშტში ეტევა...
ჩემი ქვეყანა გულის შეტევა...
ჩემი ქვეყანა სულგაშლილია...
ჩემი ქვეყანა სულ დასჯილია...
ჩემი ქვეყანა-ჯართის დარაჯი...
მე ვრჩები.შენ კი,თუ გსურს გააჯვი...

* * *

სამშობლო მართლაც ჩემი ხატია!
-ამ ხატს რამდენი ჭუჭყი ატყვია?!


* * *

10 წამია რაც გაგიცანი
9 წამი არის რაც გავიხარე
8 არის წამი ვიგრძენი ტანი
7 წამის წინ შიგ ჩავიღვარე
6 გავიდა -წამება ექვსი
5 წამში გაჩნდა შენდამი ლექსი
4 უაზრო უშენო წამი
3 ჯერ პირჯვარი ,თვალებზე ნამი
2 წამში ხდება შეტევა გულის
1 წამში სკდება გულის ფიცარი
10 წამია რაც გაგიცანი
საუკუნეა რაც შეგიყვარე

* * * 

ვინ სთქვა, რომ სდუმან პირამიდები?!
– ისე გულწრფელად ვლაპარაკობდით...
მეც მათთან ცრემლებს არ ვერიდები,
გუშინ ასაკზე ერთად ვდარდობდით.

გადაუქანცავთ არაფრის ლოდინს,
რომ დავაწყნარო, რას არ ვპირდები...
მაგრამ, მორიგი ტურისტი მოდის
და ჩუმდებიან პირამიდები...

ოჰ, მატყუარა პირამიდები
– ჩემსა და ზეცას შორის ხიდები...



                                                             ნიკო გომელაური  





ა-ჰ

მეზარები, მაგრამ იყოს მაინც.........

უკვე რამდენიმე წელია ვაფიქსირებ, რომ ჩემი როგორც პიროვნების ”შეტოკება” რეალურად წელიწადში ერთხელ ხდება......

ღამის 23:59 წუთი.....

მოლოდინი, ქცეული გაუსაძლისად....

გაჩერებული დროის შეგრძნება....

გაყურსული გარემო........

ბევრი ხალხი ერთი რამისთვის შეკრებილი.........

უკვე დასრულებული სამზადისის პერიოდი......

და ზუსტად შუაღამის 12 საათზე, იქ ფარდის მიღმა შემართული სანთლიანი ხელი და

ჩემი, შენი, ჩვენი, სხვისი და ზოგადად, მოძღვრის მიერ ჩახლეჩილი ხმით დაწყებული გალობა ”აღდგომაასა შენსა.....”

წამიერად ხვდები როგორ დაგიარა ჟრუანტელმა და იქვე იწყებ ახალ მოლოდინს.......

ყველაფერი კი იწყება ზუსტად შვიდი კვირით ადრე.......

ჯერ მძიმე, პრინციპში გადასიებული სულისთვის და სხეულისთვის ძალიან მძიმედ და ძნელად შესაგუებელი  ერთი კვირა......

შემდეგ კვირა კვირას ისე მისდევს ბოლოსკენ აცნობიერებ და ხმამაღლაც აფიქსირებ ალბათ რა მალე გავიდაო ეს ყველაფერი......

ჩემს რეალობაში წელიწადის ერთი დღე, როცა იმდენ თევზს გეახლებით, რომ მეორე წლის დაახლოებით იგივე დროისთვის გამახსენდეს  კვლავ მისი არსებობა.......

იმის მცდელობა, რაც შეიძლება მეტჯერ მოასწრო სულის განწმენდა......

და დასასრულს, ისევ მძიმე, მაგრამ უკვე შეგუებული სულისთვის, მაგრამ არა სხეულისთვის.....

ბოლო კვირის ყოველი დღე ძალიან რთული და დატვირთული........

მთავარია შეებრძოლო და გადალახო........

პარასკევი--- საერთო მწუხარება, თავისთავად გეტირება მთელი დღე, მიზეზის გაცნობიერების გარეშე......

შაბათის განთიადი- ხვდები, რომ მეტი არ შეგიძლია და პირობას სდებ, თუნდაც ღამის 4 საათზე, შიო მღვიმეში, რომ მეორე წელს იგივეს არ იზავ, რადგან ძალიან გეძინება....

შაბათი- დაახლოებით 15 საათი.... ერთი ფიქრით შეძრული- თუ არ გადმოვიდა რა გვეშველება და იქვე აძლიერებ ლოცვას... რამდენიმე წამიც და............. ე.ი. კიდევ ერთ წელს იბრუნებს, თუნდაც გადახრილ მდგომარეობაში.........

იგივე საღამო და ის მოლოდინი, რაც თავში აღვნიშნე........

გამოძინების ორი დღე და ახალი წლის რეალური, ალბათ მიზნობრივიც დასაწყისი.......


ქრისტე აღსდგა!!!!!