12/07/70 - 13/04/2010

* * *
ჩემი ქვეყანა-მზიანი,კოხტა...
ჩემი ქვეყანა ნახევრად მოკვდა...
ჩემი ქვეყანა მუშტში ეტევა...
ჩემი ქვეყანა გულის შეტევა...
ჩემი ქვეყანა სულგაშლილია...
ჩემი ქვეყანა სულ დასჯილია...
ჩემი ქვეყანა-ჯართის დარაჯი...
მე ვრჩები.შენ კი,თუ გსურს გააჯვი...

* * *

სამშობლო მართლაც ჩემი ხატია!
-ამ ხატს რამდენი ჭუჭყი ატყვია?!


* * *

10 წამია რაც გაგიცანი
9 წამი არის რაც გავიხარე
8 არის წამი ვიგრძენი ტანი
7 წამის წინ შიგ ჩავიღვარე
6 გავიდა -წამება ექვსი
5 წამში გაჩნდა შენდამი ლექსი
4 უაზრო უშენო წამი
3 ჯერ პირჯვარი ,თვალებზე ნამი
2 წამში ხდება შეტევა გულის
1 წამში სკდება გულის ფიცარი
10 წამია რაც გაგიცანი
საუკუნეა რაც შეგიყვარე

* * * 

ვინ სთქვა, რომ სდუმან პირამიდები?!
– ისე გულწრფელად ვლაპარაკობდით...
მეც მათთან ცრემლებს არ ვერიდები,
გუშინ ასაკზე ერთად ვდარდობდით.

გადაუქანცავთ არაფრის ლოდინს,
რომ დავაწყნარო, რას არ ვპირდები...
მაგრამ, მორიგი ტურისტი მოდის
და ჩუმდებიან პირამიდები...

ოჰ, მატყუარა პირამიდები
– ჩემსა და ზეცას შორის ხიდები...



                                                             ნიკო გომელაური  





2 comments:

  1. ღმერთო, რა საშინელებაა...
    ასე მგონია, ძალიან ახლობელი ადამიანი დავკარგე...:(
    და ისევ, რატომ მოსულა ეგ, რატოოომ?!

  1. შემეცოდა ძალიან :შ