ინფო-მე

მოკლედ, ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა (ამ დროს საერთოდ არ მიფიქრია) თავში დამარტყა აზრმა, რომ ჩემი ბლოგის გახალისებისა და გააქტიურების მიზნით პერიოდულად შემოგთავაზოთ პოსტები საქართველოს ამა თუ იმ კუთხის ღირსშესანიშნაობებზე + ამ პოსტებს თან დავურთავ ფოტოებს (ჩემს მიერ გადაღებულს და არა მოპარულს !!!).


მიზანი არის უმარტივესი: კომპიუტერში დამიგროვდა უკვე საკმაოდ დიდი არქივი სხვადასხვა წელს, სხვადასხვა ხარისხით გადაღებული ფოტოებისა და ხომ უნდა ვანახო ვინმეს  :)))), თან ამას დავურთავ მცირე შინაარსის მინაწერს, მათთვის ვინც ამა თუ იმ კუთხეში არ არის ნამყოფი უკეთ საორიენტაციოდ. აქვე დავსძენ, ფოტოები არის უხარისხო, მათთვის ვინც კარგად ერკვევა ფოტოგრაფიასა და მასთან დაახლოებულ პროგრამებთან.


ასე რომ დღეიდან ვიწყებ. :))))



0 comments: