სტამბული
ალბათ ბევრნი ყოფილხართ, თან მრავალგზის სხვადასხვა მიზნით.....
ალბათ ბევრი გინახავთ, იმაზე მეტი ვიდრე მე მოვასწარი რომ მენახა 6 დღის განმავლობაში;
სწორედ ამიტომ არაფერს ვწერ, უბრალოდ აღვნიშნავ, რომ ეს არის პირველი ქვეყანა სადაც მე ვყოფილვარ მათ შორის, სადაც ქართველს ქართველის ნახვა უბრალოდ არ სიამოვნებს და იმალება :)
კიდევ ერთი უბრალოდ, ძალიან მომეწონა ტრამვაი ქალაქში.....
რა ვნახოთ ტურისტებმა სტამბულში??
1) აია სოფია – ყოფილი ბიზანტიური მართლმადიდებლური ეკლესია, რომელიც მოგვიანებით მეჩეთად გადაკეთდა ოსმანთა მიერ. სახელი წმინდა სოფია ბერძნულიდან ითარგმნება, როგორც წმინდა სიბრძნე ( ვილკიპედია). ტაძარში შესვლა ფასიანია და ღირს 14 დოლარი.
2) ლურჯი მეჩეთი – ლურჯი დაერქვა მისი ინტერიერის ლურჯი ფილების გამო. აქ შესვლა უფასოა. მეჩეთი ტურისტებისთვის იკეტება ლოცვის პერიოდში.
3) ბაზილიკა ცისტერნა – 532 წლით თარიღდება და არის ძველი კონსტანტინეპოლის დროინდელი. ამ წყალსაცავით მარაგდებოდა ბიზანტია. წყალსაცავი შედგება კოლონებისგან, ამათგან ორზე გამოსახურია მითოლოგიური მედუზა გორგონას თავები. ამ ღირშესანიშნაობის სანახავად აუცილებლად დაგჭირდებათ 10 თურქული ლირა.
4) არქეოლოგიური მუზეუმი – მერწმუნეთ არ ინანებთ. მის დასათვალიერებლად დაგჭირდებათ 10 ლირა.
5) თოფკაფის სასახლე – მშენებლობა სულთანი მეჰმედ II-ის ბრძანებით დაიწყეს 1459 წელს და 1465 წელს დასრულდა. შედგება დაბალსართულიანი რამდენიმე შენობისგან, მათ შორისაა ჰარამხანა, აქვე მოთავსებულია მუზეუმი, სადაც ვნახეთ ოტომანთა დინასტიის საოცარი სიმდიდრე. ამ სასახლის დათვალიერება ღირს 25 ლირა, ჰარემის ნახვის შემთხვევაში მოგიწევთ დაამატოთ კიდევ 15 ლირა.
6) დოლმაბახჩეს სასახლე – ფრანგულ სტილში გადაწყვეტილი საიმპერატორო სასახლე. უმდიდრესი და წარმოუდგენელი სანახაობა. სამწუხაროდ ინტერიერის გადაღების უფლება არ მოგვცეს. სასახლის დათვალიერება ფასიანია - 30 ლირა, ჰარამხანა 20 ლირა, ერთიანი ბილეთი 40 ლირა ღირს
7) მსოფლიო ორთოდოქსული საპატრიარქო – სწორედ სტამბულშია განთავსებული მართლმადიდებლების მსოფლიო საპატრიარქო, რომლის წინამძღოლი გახლავთ მსოფლიო პატრიარქი, მისი უწმინდესობა ბართლომეოს I. ტაძრის მონახულება უფასოდ შეგიძლიათ
8) სტამბულში იყო და გემით ერთი წრე არ შემოუარო ბოსფორის სრუტეს წარმოუდგენელია. გარდა გარკვეული ხიბლისა ჩათვალეთ რომ ბევრი რამის ნახვა უბრალოდ ვერ მოახერხეთ. ამ კრუიზის შემდეგ კი ნამდვილად ღირს ესტუმროთ სრუტეზე განლაგებულ თევზის რომელიმე რესტორანს და დააგემოვნოთ თევზი, რომელსაც იქვე იჭერენ. კრუიზი ბოსფორზე შეგიძლიათ რომელიმე ტურ-ოპერატორს მიანდოთ ან თავად დაგეგმოთ, მერწმუნეთ მეორე ვარიანტი გაცილებით იაფია. უბრალოდ უნდა მიბრძანდეთ გემების სადგომთან, იკითხოთ რომელი ბორანი გადის შესაბამისი მიმართულებით მოცემულ მომენტში, ყველანაირი შუამავლის გარეშე ფასი იქნება დაახლოებით 7 ლირა.
9) ბევრი ტუროპერატორი თავის ტურისტს სთავაზობს გემით გასეირნებას პრინცესას კუნძულზე, სწორედ ამ ინტერესის გამო გავემართეთ ჩვენს ზემოთხსენებული კუნძულის მოსანახულებლად. ეს ადგილი კარგი საშუალებაა გაერიდო ქაოსით მოცულ 8 მილიონიან ქალაქს და უბრალოდ დაისვენო. ძველი გადმოცემებით ეს ადგილი სამონასტრო ცხოვრებისთვის იყო განკუთვნილი. ამ შემთხვევაშიც, ჩემი გამოცდილებით ისევ თავად შეეცადეთ დაგეგმოთ ტური, საათში ერთხელ მოძრაობს ბორანი სხვადასხვა კუნძულის მიმართულებით და ერთი გზა დაახლოებით 10 ლირა ღირს.
10) გრანდ ბაზარი – თურქული კოლორიტის კიდევ ერთი სახე. გაგაოცებთ აქ გამოფენილი ოქროს რაოდენობა და მასზე მიბმული ჩემი აზრით "ხარახურების ბაზრობა". ნუ შეიქმნით ილუზიას, რომ აქ რამე იაფია. მალევე ხვდები, რომ რაც მოგწონს აქ იაფად არ იშოვება (სუიექტური აზრი), თუმცა თვალის გასახარად ამ ტერიტორიაზე მოხვედრა ნამდვილად ღირს.
11) გადაჭარბება არ იქნება თუ ვიტყვით, რომ დღევანდელი თურქეთის ისტორიააა ორჰან ფამუქი, ნობელიანტი მწერალი. ვისაც უბრალოდ მისი ნაწარმოებები წაუკითხავს, ალბათ სურვილი გაუჩნდება ნახოს "უმანკოების მუზეუმი" (ფოტოგადაღება აქაც აკრძალულია, თუმცა მე კანონებს შევეწინააღმდეგე და ქურდულად გადავიღე რამდენიმე ფოტო.). ამ მუზეუმით დაინტერესებულებს მოგიწევთ 15 დოლარის გადახდა.
ქალაქის ხედები:
P.S მსოფლიო ქვეყნების სტატისტიკა არ ვიცი, თუმცა ჩემი აზრით სტამბული უდაო ლიდერი უნდა იყოს ტკბილეულის წარმოების საქმეში
P.S.S გაზაფხულის ფერები ისეთივე ლამაზია სტამბულში, როგორც დედამიწის ყველა წერტილში
Posted by სიყვარულოვნა on June 19, 2013 at 6:59 AM
კარგი პოსტია ^_^
მაგრამ ვგონებ უფრო დაწვრილებითაც შეიძლებოდა რაღაცების დაწერა, მითუმეტეს რომ დოლმაბახჩეს სასახლის დაგუგლვიას ჯერ შენი ბლოგი ამომოგდო ^_^
ჰო, კიდევ, ასევე არ იქნებოდა ურიგო რომ ფასებიც მიგეწერა იმ გზააბნეული ტურისტებისთვის რომლებიც წასვლას აპირებენ ^_^ :დ