ეეეჰ.....
ღმერთო რა ცუდია ხანდახან ეს ცხოვრებათქო, გულში გამაფიქრდა დაიაურის ტრავმის წარმოდგენაზე და იქვე დამკრა აზრმა, სულ ამ ცხოვრების რომ ვადანაშაულებთ ყველაფერში, რა იქნებოდა იმ დღეს მძღოლს ეფიქრა თავის ოთხი თვის შვილზე, მაშინ როცა ნასვამი, ან როგორც ხეობებს სჩვევიათ ღრეობიდან გადამთვრალი საჭესთან ჯდებოდა. რა იქნებოდა მანქანაში მსხდომ სხვა პირებს პროტესტი გამოეხატათ, მაშინ როცა მძღოლი დაძალებით ეტანებოდა შემოთავაზებულ სასმელს. მაგრამ მათ, მთის შვილებს, ალბათ აზრადაც არ მოუვიდათ, რომ თავისი მხარე, მიწა, რომელიც მართლაცდა ამ თითო-ოროლა ადამიანის აქტიურობით ცოცხლობს, ასე გაწირავდა და ამხელა ტრაგედიას დაატეხდა თავს..
ალბათ ბევრი დაიწყებს იმაზე ფიქრს ნეტა რა ცოდვა ედო გელას ასეთი, ამხელა მსხვერპლი რომ ითხოვა მისგან ღმერთმაო;
მეორენი ალბათ სხვა მხრიდან განიხილავენ ამ საკითხს და იფიქრებენ, ღმერთს ჰყვარებია გელა და ამ ჯვარსაც გადაიტანს ვაჟკაცურადო....
მე შარშან ამ დროს ვიყავი შატილში და ამ 2 დღიანი გასვლის ყველაზე ნათელ წერტილად მუცოს კოშკზე გელა დაიაურის ნამღერი, მის მიერვე მოყოლილი ბავშვობის მოგონებები, სამშობლოს სიყვარულით ანთებული მისი პოეზია და ხალიასიანი იუმორი მახსენდება....
მეორედაც ვგეგმავ იქ ჩასვლას კი კიდევ მრავალჯერ, უბრალოდ ვერ წარმომიდგენია ის ცივი შატილი ასეთი შეუვალის განწყობა რომ დატოვა მაშინ ჩემში ერთადერთი სახემხიარული მასპინძლის გარეშე როგორი ასატანი გახდება......
0 comments:
Post a Comment