აბააააა....
მახსოვს მთელი ბავშვობა მიკვირდა ადამიანს ასაკს რატომ ეკითხებიან, მთავარია მისი ჯანმრთელობა იკითხონთქო....
ისიც მახსოვს ცხოვრების ყველა ეტაპზე განვიცდიდი, რომ ესა თუ ის პროცესი მეც შემეხებოდა გარკვეული დროის განმავლობაში....... ეტყობა კარგად ვაცნობიერებდი, რომ მეც ადამიანი ვარ და სხვას რაც მოსდის იგივე ერთ დღეს შეიძლება მეც დამემართოს.....
ეს დღეებია ჩემი ეს ბავშვობისდროინდელი აზრები მახსენდება, ალბათ იმიტომ, რომ მათმა უმრავლესობამ განხორციელება იწყო....
ჩემმა უახლოესმა მეგობრებმა იციან, რომ მე არ მივეკუთვნები იმ ადამიანთა რიცხვს, რომელიც ხშირად სტუმრობს ექიმებს (ხშირად რა, თითქმის არასდროს), ეს ალბათ იმის დამსახურებაცაა, რომ ოჯახში და გარემოცვაში ამ პროფესიის წარმომადგენლები მრავლად არიან და ალბათ გარკვეულ პროცესებს ჩანასახშივე ასპობენ. რეალურად კი ჯანსაღ ცხოვრების წესს მივყვები და ყველანაირად ვცდილობ არც საკუთარ თავს და არც ირგვლივ მყოფებს ნერვები არ ვუშალო....
ეს ამხელა შესავალი იმისთვის დამჭირდა, რომ კარგად ვაცნობიერებ ასაკის მატებასთან ერთად გარკვეული პროფილაკტიკური სახის გამოკვლევები დროდადრო აუცილებელია და ერთ-ერთზე გიამბობთ...
ბოლო დღეებში ჩემი გახშირებული თავბრუსხვევებით თავმობეზრებულმა გადავწყვიტე კომპიუტერული ტომოგრაფიისთვის მიმემართა და ყველა შესაძლო ეჭვი გამომერიცხა....
ყოველთვის მიკვირდა დედაჩემთან კარდიოგრამის გადასაღებად მოსულ ადამიანებს რატომ ეშინოდათ ამ უწყინარი დანადგარის, მაგრამ იგივე მდგომარეობაში რომ აღმოვჩნდი შინაგანი აფორიაქება შევატყვე საკუთარ თავს......
პროცედურა იმდენად საშიში არა, რამდენადაც ძალიან დამღლელია.. გაუნძრევლად წოლა ერთ მდგომარეობაში დაახლოებით 15 წუთის მანძილზე და საოცარი ხმები, გარდამავალი ერთი ელექტრონული მელოდიიდან მეორეში (ისე ელექტრონული მუსიკის მოყვარულებს კარგ იდეებს გაუღვიძებდა ერთი ასეთი დასხივება). პერსონალს ეტყობა კარგად ესმის ეს ხმა რა გულისგამაწვრილებელია და თავისმხრივ ცდილობს კარგი კომპოზიციით გაგიმასპინძლდეს, რომელიც მხოლოდ შუალედებში აღწევს შენამდე და მთლიანობაში მისი აღქმა უბრალოდ ჭირს. შენ კი წევხარ ასე თვალებგაფართოებული და იმის შიშით იქვე არ ჩაგეძინოს გასართობს ეძებ, არჩევანი კი იმდენად მწირია, იძულებული ხდები ექიმის თვალებს უყურო დაბურულ მინაში, იქნებ მის მიმიკებში მაინც გაარჩიო, რას ხედავს იმწუთას შენს ტვინში........
პ.ს. დასკვნა ბანალური, ეს ხომ ისედაც ვიცოდიო რომ იტყვი: ”წადი დაისვენე, კარგად გამოიძინე და ყველაფერი მწყობრში მოვა”
Posted by kuncula on July 19, 2010 at 8:19 AM
შეიძლება დამღლელი როცედურაა მარა ყველამ უნდა ჩაიტაროსმ მარა მე ექიმთან წასვლა და ანალიზის თუ ამა თუ იმ პროცედურის ჩატარების იმიტომ მეშინია რო არ ვცი რას მეტყვის თუნდაც ექიმი და როცა ეგეთ ადგილზე ვარ რაც ჩემ შემთხვევაშიც იშვიათთად ხდება გაფაციცებული შევჩქერი ქიმს
თუ როგორი სახე ქნება და სანამ რამეს მეტყვის სუთქვა მეკვრება....