საშობაო ამბავი
ახალი წელი ახლოვდება...
შესაბამისი განწყობის შექმნას ვცდილობ.....
უბრალოდ, ცოტა ძნელი აღმოჩნდა ზამთარში ზაფხულიდან დაბრუნებულმა ახალ წელზე მეფიქრა.
იმ დღესაც ასე იყო ალბათ, რამდენიმე (სადღაც 4) წლის წინ.
კარგად მახსოვს ერთ ნაცრისფერ საღამოს სახლში ვიჯექი მოწყენილი და უცებ კალამს და ფურცელს დავუწყე ძებნა, მერე ამ თეთრ ფურცელზე გაჩნდა შავად დაწერილი სახელები და ტირეები მათ გვერდით, მერე გაჩნდა ფიქრი: ნეტა რა გვინდა მომავალ წელს რომ ახდეს და საბოლოოდ, ეს თეთრი შავით ნაწერი დაილუქა, შეინახა საგულდაგულო ადგილას და იქვე დავიწყებულ იქნა მისი არსებობა. ერთი დეტალი, მახსოვს მობილურში ჩავინიშნე იმ დღის თარიღი და საათი დავაყენე ერთი წლის მერე იმავე დღესა და საღამოს 9 საათზე.
ეს ყველაფერი 25 დეკემბერს ხდებოდა........
ამის მერე ყოველ წელს ხდება ერთი და იგივე:
25 დეკემბერს, საღამოს 9 საათზე იხსნება წერილი, სადაც ჩემივე ხელით ჩამოწერილია ახლობლების სახელები და მათი სურვილები (იმ წლის) და იწერება ახალი, უკვე მომავალი წლის.
ეს უკვე ტრადიციაა, მშვენიერი ტრადიცია, ამ დღეს ყველა სიხარულით ელის ჩემს მოულოდნელ ზარს კითხვით: რა გინდა აბა რაც ჩაუთქვამ.......
Posted by vasasi on December 16, 2009 at 12:25 AM
აუუუ!.. ეგ სულ დამავიწყდაას!..
ერთ კვირაში გავხსნით საყვარლად!..
აუ, როგორ მიხარიაა!..
უკვე ვიცი რაც უნდა ჩავითქვა ამ წელს და, იმედია, მომავალ წელს რომ გავხსნით, გადახაზული იქნება.. :(