PARTY ეპოქა
Posted by tammo | Labels: განა მაგაზეა, მარა სადღაც მაგაზეცაა... | 3 comments
2 შემთხვევაში ვალაგებ სახლს ძირფესვიანად. როცა სტუმარს ველი ან თუ ვიცი, რომ მთელი დღე უსაქმოდ უნდა გავატარო. პირველ შემთხვევაში მოვალეობად მაკისრია, მეორე შემთხვევაში ეს საქმე აზარტად მექცევა ხოლმე. რაღაცით დავიწყებ და დღის ბოლოს ვხვდები რომ მთელი დღე ამ საქმეში გასულა. ისე ეს მეორე შემთხვევა იშვიათად ხდება, პირველი კი სტუმარს გააჩნია, რამდენად მინდა არ შევარცხვინო ოჯახი, იმის მიხედვით. ისე ვაღიარებ რომ სახლის დალაგება ჩემი გატაცება ნამდვილად არაა.
სტუმართა 2 კატეგორიას გამოვყოფ: ისინი ვინც უშუალოდ ჩემთან მოდიან და შესაბამისად ჩემს თავზე ვიღებ ყველა პასუხისმგებლობას და ისე განვიცდი და ვნერვიულობ ხოლმე, რომ უკვე მოსულებს ემოციებისგან სრულიად დაცლილი ვხვდები. რა ხანია ამ მდგომარეობის შეცვლას ვცდილობ ჩემში, მაგრამ არ გამომდის და რა ვქნა. მეორე კატეგორიას ის ადამიანები მიეკუთვნებიან, ვინც ოჯახის სხვა წევრებს სტუმრობს და შესაბამისად მეც განახევრებული პასუხისმგებლობით ვხვდები ამ ამბავს..
ისე ბოლოს მაინც ყველაფერი კარგად მთავრდება ხოლმე.
როგორც იტყვიან შედეგად: ”კრება დარჩა მხიარული”-ო ასე გამოდის.
დღევანდელი შემთხვევაც მგონი ცუდი არ იყო. ჩემი მხრიდან ამ საღამოს ქება არ მოსულა, მაგრამ მოლოდინები გამართლდა მგონი, მეც მეტნაკლებად კმაყოფილი ვარ 
პ.ს ისე ყოველთვის ვეთანხმებოდი იდეას, რომ შეუცვლელი არ არსებობს........
ასე რომ არც დაკარგვას უნდა დიდი ამბავი და პოვნას ხომ მითუმეტეს
უსათაურო
Posted by tammo | Labels: ლირიკულად ჩემი | 2 comments
არა ეს 2შაბათი მძიმე სულაც არ არის. ჩვეულებისამებრ დატვირთულია საქმით და ემოციებით...... ყველიერის კვირა დაიწყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთ კვირაში ძალიან ბევრი რამის მოსწრებას ვაპირებ. არადა ეს წვრილ–წვრილი რაღაცეები იმდენია დროს ვერ ვანაწილებ. დილიდან დავიწყე იმაზე ფიქრი როდის რა გავაკეთო, მაგრამ რაღაც დრო არ მყოფნის ვხვდები და ამიტომ მთელი დღეა ცოტა არეულივით ვარ. არადა ეს ის წვრილმანებია, რაც მარხვაში არ მინდა ვაკეთო და დროის გადაწევად კი არ მიღირს. ვნახოთ აბა კვირის ბოლომდე რამდენს გავაპლიუსებ. ჯერ მარტო მოქმედებათა ჩამონათვალს ვაზუსტებ და არ მინდა რამე გამომრჩეს, ან ისე არ აღმოჩნდეს რომ სადღაც ჩავეწერე და მერე არ მივედი. ნუ მოკლედ ვნახოთ რა იქნება 
ხო კიდევ, დღე ოცნებების აგებით დავიწყეთ, მე და ბაბისამ ვირტუალურად რამდენიმე ქვეყანაში ვიმოგზაურეთ,ამ ბლოგმა ხომ დილიდან საერთოდ მომისპო მუშაობის სურვილი.
ოცნებას კაცი არ მოუკლავს და თუ ეს ოცნება მშვენიერი რამაა იყოს რას მიშლის :)))
დაიკიდე 1
Posted by tammo | Labels: განა მაგაზეა, მარა სადღაც მაგაზეცაა... | 0 comments
არსებობს რამდენიმე კითხვა, რომლებზეც პასუხი მჭირდება, მაგრამ სავარაუდოდ პასუხის გაცემა შეიძლება რთული აღმოჩნდეს:
1. ჩემი მიმავალი დისშვილი რას განიცდის ახლა იქ სადაც არის, (გრძნობს, ფიქრობს, ტირის, უხარია, აწუხებს და ა.შ.);
2. არსებობს თუ არა ქალის ინტუიცია. არა ცნების დონეზე კი არა, რეალურად.........
3. და ბოლოს, რატომ ვითომ მაშინ როცა ყველაფერი ცხადზე ცხადია..........
რომ მოთოვოს დადებს?????
Posted by tammo | | 0 comments
ვინ თქვა თბილისში თოვლი არ იცისო. მთავარია მოინდომოს და ბუნებასაც კარგად გამოსდის ხოლმე სიგიჟეები, არადა თურმე ყველას როგორ გვჭირდებოდა გამხიარულება. 
მადლობა საყვარელო ბუნება, გამახალისე ნამეტნავად......
**********
Posted by tammo | Labels: განა მაგაზეა, მარა სადღაც მაგაზეცაა... | 0 comments
ხანდახან ალბათ ასეც ხდება:
დილა ქარით დაიწყო, საშინელი ქარით, თან თოვლის ნამქერი ახლდა, ციოდა.
ოთახი სადაც ყოველდღიურად საშუალოდ ათი სხვადასხვა გაგების ადამიანი იკრიბება მთელი დღე სიჩუმეს მოეცვა, გულისგამაწვრილებელ სიჩუმეს,
ყველა თავის თავში იყო ჩაკეტილი;
გარეგნული გამოხატულება: თითოეულს თავისი ყურსასმენი და ყურის გახეთქვამდე ხმამაღლა აწეული მუსიკა, ისე რომ სხვისი არაფერი გესმოდეს.
ყველა თავისას ფიქრობდა და ალბათ განიცდიდა.
ყოველშემთხვევაში მე ასე ავხსენი ეს მდგომარეობა.....
მალე მოვიდეს რა გაზაფხული მალეეეეეეე
მოკრძალებული სალამი უბატონო ყმისგან
Posted by tammo | Labels: ლირიკულად ჩემი | 1 comments
რამდენიმე დღის წინ გამახსენდა და დღეს ძლივს მოვაბი თავი:
ეს დოკუმენტი რამდენიმე წლის წინ ძველ სამსახურში მუშაობისას ერთმა თანამშრომელმა მანახა, თავისი წინაპრებისაა, თავადური შთამომავლობის ლორთქიფანიძეს მარტო ამის დედნის სახლში არსებობა ეყოფა საამაყოდ.არ ვიტყვი ბევრი წვალება დამჭირდა ასლის მოსაპოვებლადთქო. გავრცელების უფლებაც უყოყმანოდ მომცა. ასე რომ................. არც არაფერი








