**********
ხანდახან ალბათ ასეც ხდება:
დილა ქარით დაიწყო, საშინელი ქარით, თან თოვლის ნამქერი ახლდა, ციოდა.
ოთახი სადაც ყოველდღიურად საშუალოდ ათი სხვადასხვა გაგების ადამიანი იკრიბება მთელი დღე სიჩუმეს მოეცვა, გულისგამაწვრილებელ სიჩუმეს,
ყველა თავის თავში იყო ჩაკეტილი;
გარეგნული გამოხატულება: თითოეულს თავისი ყურსასმენი და ყურის გახეთქვამდე ხმამაღლა აწეული მუსიკა, ისე რომ სხვისი არაფერი გესმოდეს.
ყველა თავისას ფიქრობდა და ალბათ განიცდიდა.
ყოველშემთხვევაში მე ასე ავხსენი ეს მდგომარეობა.....
მალე მოვიდეს რა გაზაფხული მალეეეეეეე
0 comments:
Post a Comment