ჯაყისმანი
ჯაყისმანი თავისუფლად შემიძლია ჩავთვალო ჩემს წლევანდელ აღმოჩენად. ამ დრომდე არც მქონდა წარმოდგენა მისი არსებობის შესახებ.
ჯაყისმანი არის სამონასტრო კომპლექსი სამხრეთ საქართველოში , კერძოდ სამცხეში.
იმისათვის რომ ეწვიოთ ამ ლამაზ მხარეს, საჭიროა თქვენი პირადი მონაცემები წინასწარ გაგზავნოთ შესაბამის სასაზღვრო პუნქტზე, რადგან მოხდეს საშვის დაშვება კონკრეტული ადამიანის სახელზე.
მონასტერი მდებარეობს ვალედან დაახლოებით ერთი საათის სავალზე ტყეში. იქ მისაღწევად რეკომენდირებულია მაღალი გამავლობის მანქანა. ჩვენი ყოფნის პერიოდში გზა ძალიან ჩახრამული იყო, ამიტომ უკეთესი იქნება თუ სამხიდიან ტრანსპორტზე აიღებთ ორიენტაციას. საკმაოდ სახალისოა მანქანის ბორტიდან ლამაზი ხედების თვალიერება.
თავად მონასტერი X_XI საუკუნის არის, აღდგომის სახელობის. ბოლო ორი წელია მოღვაწეობს რამდენიმე ბერი, რომელთაც ძალიან უხარიათ საერო პირების სტუმრობა და გამოირჩევიან საოცარი სტუმარმასპინძლობით. ვინაიდან მონასტერი საკმაოდ მოწყვეტილია ცივილიზაციას და მდებარეობს საკმაოდ მკაცრ ბუნებრივ ზონაში სტუმრების მხრიდან მინიმალური შენაწირიც უკვე დიდი საქმეა ბერებისთვის. მითუმეტეს, რომ ისინი ეხლა იწყებენ მონასტრულ ცხოვრებას და მოღვაწეობისთვის საჭირო მინიმალური ინფრასტრუქტურაც კი ჯერ კიდევ მოსაწყობია.
P.S
0 comments:
Post a Comment