ხვამლი, მისტიური
ხვამლის მთა, იგივე ხომლი მდებარეობს ლეჩხუმ-ცაგერის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან დაახ. 2002 მეტრეზე. თბილისიდან 3-4 საათის სამანქანო გზაზე. ქვემოთ ნაჩვენები მარშრუტის მიხვდებით ნათელია, რომ ამ ეტაპზე ყველაზე უპრიანი მისადგომი გზა წყალტუბოდან ცაგერისკენ მიმავალი უღელტეხილია.
უფრო კონკრეტულად
კი, არსებობს
ამ მთაზე
მოხვედრის ორი
საშუალება: სოფელ ოყურეშიდან მიმავალი
და სოფლის
გარეშე, პირდაპირ
ტყიდან მიმავალი
გზა. აქვე;
შეგიძლიათ გარკვეული
ტერიტორია დაფაროთ
მანქანით, თუმცა
ბოლო 5-7 კმ-ი
აღმართი მაინც
თქვენი ფეხით
იქნება ასავლელი.
მეორე, ანუ
ჩვენი ვარიანტი
15-17 კმ-იანი (ერთი
მხარე, თუ
ჩემი კმ.მთვლელი არ
მატყუებს) გზაა,
რომელიც იწყება
ჯერ მინდვრიდან,
შემდეგ გადადის
სხვადასხვა სახეობის
ტყეში და
ბოლო წერტილი
სოფ. ოყურეშია
(ანუ სადაც
ასრულებ მოგზაურობას).
რაც შეეხება ხვამლის მისტიურობას, როგორც "ქართლის ცხოვრება" ამბობს: "ოდეს ქვეყანას გაუჭირდეს ხომლის მთამ გადააარჩინოს", სხვადასხვა ლეგენდის მიხედვით, აქ შეიძლება დაკრძალული იყოს თამარ მეფე ან რომელიმე გამოქვაბულში შეიძლება ინახებოდეს დიდძალი სიმდიდრე, რომელსაც ქვეყანა მხოლოდ ძლიერი გაჭირვების ჟამს აღმოაჩენს.
სხვა ლეგენდა კი ამბობს, რომ:
ძველი ისტორიული, ანტიკური წყაროებიდან ხვამლი იგივე ხომლი მიიჩნევა ბერძნული მითიური ლეგენდარული გმირების არგონავტებისა და ჰერაკლეს მოგზაურობის მისტიკურ ადგილად. მთა რომელზედაც ზევსის ბძანებით მიაჯაჭვეს პრომეთე და რომელიც შემდგომ დაიხსნა ჰერაკლემ. XIX საუკუნის 50-იან წლებში ხვამლს ეწვია იტალიელი მოგზაური და მკვლევარი დანიელა პიზაგალი, რომელიც ბერძნულ ანტიკურ წყაროებზე დაყდნობით ეძებდა არგონავტების, პრომეთეს მიჯაჭვის ადგილებს. როგორც შემდგომ მკვლევარი თავის მოგონებებში წერს, იგი ყველაზე მეტად იმან გააოცა, რომ ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა კარგად იცოდნენ ეს ლეგენდა და მათ ყველაზე მეტად უხაროდათ როცა მტაცებელ სვავს მოინადირებდენენ, რომელიც ლეგენდის თანახმად პრომეთეს გულ-ღვიძლს უკორტნიდა. (ვილკიპედია)
ასეა თუ ისე, ლეგენდა ლეგენდად დავტოვოთ, მე კი გეტყვით, რომ ვიარეთ 15-17 კმ-ი აღმართი,
ვნახეთ ულამაზესი ბუნება და ლანდშაფტი.
ვისრიალეთ თოვლში,
ღამე გავატარეთ საოცარ ქარში (ქარში არა ქარიშხალში), პერიოდულად მეგონა რომ ჩემთვის მძიმედსაყურებელი ფილმის პერსონაჟი ვიყავი. კარავში, შუაღამისას ქარბორბალასავით ქარის მოახლოების ხმას და იმის შეგრძნებას ვებრძოდი, რომ ეს ქარი არ მოწყვეტდა ჩვენს კარავს და სადმე უფსკრულში არ გადაგვაგდებდა. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის დაბნელებულზე დავბანაკდით, კარგად მახსოვდა, რომ კარავი საკმაოდ კიდეზე გავშალეთ :)
იყო კარგი და ხალისიანი ხალხი,
ზღაპრული გარემო,
ულამაზესი მზის ამოსვლა,
(©Levan Gejadze)
ცისარტყელა,
ხედი მთებს ზემოდან და ის საოცარი შეგრძნება, რომ ისევ ზევით ხარ, როგორც ჩვენში ხუმრობით იტყვიან "ციდან ორ მეტრში" ან "მაღლა მთებში, ახლოს ღმერთთანა"
P.S
0 comments:
Post a Comment