ალიონი/დაისი

სივრცე მიყვარს...

სუფთა ჰაერი...





ის ნისლი მიყვარს ციცაბო მთაზე დაკიდებულს რომ წამოგეწევა, გადაგივლის და თავის გზას განაგრძობს..








დილის ნისლი მიყვარს, გამოსახულებებს კონტურების სახით რომ გაჩვენებს








მზის ამოსვლა მიყვარს, მთებში ან ჰორიზონტზე რომ გამოჩნდება და გაყინულ არემარებს უცბათ დაათბობს













მზის ჩასვლაც მიყვარს, ლამაზ ფერებს რომ ქმნის ირგვლივ...









 დიდი, თოვლიანი მთების ყურება მიყვარს, ქვემოდან, მთელი დღე შემიძლია ვუცქირო. წვერზე ასვლა მაინცდამაინც არ მიტაცებს, თუმცა რამდენჯერმე ვყოფილვარ და იქიდან გადმოხედილი სივრცე მომწონებია....







წყალში არეკლილი ჩრდილები მიყვარს, თვალს უხარია :)








კლდეში ნაკვეთი ქალაქები და გამოქვაბულები მიყვარს, ის გამოქვაბულები 100 წელი რომ ვერ მიაღწევ იქამდე და სულ გგონია რაღაც საოცრება უნდა იმალებოდეს შიგნით








ქალაქის პანორამული გადმოსახედიდან დანახვა მიყვარს, მთლიანად რომ აღიქვამ
სივრცეს














შემოდგომა მიყვარს, ყვითელ წითელ ფოთლებიანი ხეები, ბევრი, ძალიან ბევრი ერთად







შოკოლადების დიდი მაღაზიები მიყვარს, გამოტენილი ათასნაირი ტკბილეულით. თვალს რომ უხარია და არჩევაზე რომ მიდგება საქმე ვერ ირჩევ ვერცერთს





უშბა მიყვარს მე, შხარაც, თეთნულდიც და მყინვარწვერიც, მაგრამ უშბა მაინც განსაკუთრებით თავკომბალაც და ორკაპიც






გზები მიყვარს, გაუვალი და საშიში,








P.S

ჟირაფის დანახვა მიყვარს, ჯერ ვირტუალურად, იქ სადღაც აფრიკაში, მზის ჩასვლის ფონზე :)))




0 comments: