ლისაბონი - სინტრა

ამ პოსტში ვაპირებ მაქსიმალურად ზუსტად გავიხსენო და გადმოგცეთ ყველა ის ემოცია, შთაბეჭდილება თუ გამოცდილება, რაც პორტუგალიაში სამდღიანი მოგზაურობისას მივიღე. რათქმაუნდა  სამი დღე ძალიან ცოტაა უცხო ქვეყანაში სამოგზაუროდ, თუმცა თუ გინდა ევროტურის ფარგლებში მოაქციოთ პორტუგალიაში ვიზიტი, მგონია, რომ 3 დღე მაქსიმალური ფიზიკური დახარჯვის ფონზე შესაძლებლობას მოგცემთ გარკვეული წარმოდგენა შეიქმნათ ამ ქვეყანაზე.  თუმცა იმის ილუზიასაც ნუ შეიქმნით, რომ ეს ქვეყანა ამომწურავად ნახეთ :)


მცირე მიმოხილვა: პორტუგალია (პორტუგალიური: República Portuguesa) — ევროპის უკიდურეს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე სახელმწიფო. პორტუგალიას დასავლეთიდან და სამხრეთიდან ესაზღვრება ატლანტის ოკეანე, ხოლო აღმოსავლეთიდან და ჩრდილოეთიდან ესპანეთი. სახელმწიფო ენა პორტუგალიური, სარწმუნოება - კათოლიციზმი, მოსახლეობა - 10.102 ათასი (2003), დედაქალაქი - ლისაბონი. (ვილკიპედია).




ამ ქვეყანაში მოგზაურობის მსურველებს გირჩევთ: 
1. სამოგზაურო დროდ ნუ შეარჩევთ აგვისტოს, რადგან ძალიან ცხელა, გაუსაძლისად და თუ სურვილი გაქვთ იქ ყოფნისას შემოიაროთ ქალაქი, უბრალოდ სურვილი შეუძლებელ მისიად დაგრჩებათ;
2. ლისაბონი ძირითადად განლაგებულია ფერდობზე, აქ არის მკვეთრი აღმართები, ამიტომ იქონიეთ მოხერხებული ფეხსაცმელი და გაითვალისწინეთ თქვენი ფიზიკური მდგომარეობა.




3. ქალქში არის რამდენიმე პანორამული გადმოსახედი, საიდანაც ჩანს მთელი ქალაქი, ოკეანე. ეს ადგილები განსაკუთრებით ლამაზია აისის ან დაისის დროს. 





4. როგორც მიმოხილვაში აღვნიშნე, პორტუგალიას ესაზღვრება ატლანტის ოკეანე. ასე რომ ზღვის პროდუქტების მოყვარულებო ეს ნამდვილად სამოთხეა თქვენთვის, მითუმეეტს, რომ ამ პროდუქციის ფასების სიიაფე აუცილებლად გაგაოცებთ.




5. ბიუჯეტურ ტურისტებს და მოგზაურებს გირჩევთ წინასწარ დაჯავშნოთ აპარტამენტი და იკვებოთ სუპერმარკეტში ნაყიდი პროდუქციით.ასეთ შემთხვევაში სახლები ძალიან კეთილმოწყობილია და კვება საკმაოდ იაფი და ჯანმრთელი.


P.S ვფიქრობ, რომ პორტუგალიის მონახულება შეგიძლიათ ძალიან მარტივად დაგეგმოთ, იმ შემთხვევაში თუ ესპანეთში მოგზაურობას აპირებთ. რადგან ეს ორი ქვეყანა ყველაზე ახლოს არის ერთმანეთთან და თუ პორტუგალია არ არის თქვენი ოცნების მხარე და უბრალოდ ფიქრობთ, რომ ერთხელ მაინც უნდა გქონდეთ ნანახი, საუკეთესო საშუალებაა მიაბათ თქვენ ესპანურ ტურს. ნუ ნახვის შემდეგ უკვე თავად გადაწყვეტთ გინდათ თუ არა აქ მეორედ დაბრუნება.



რაც შეეხება ჩემი მოგზაურობის დეტალებს. ჩვენ მადრიდიდან ღამის მატარებლით ვიმგზავრეთ ლისაბონამდე. მატარებელი არის საოცრად ჩვეულებრივი, სუფთა, თუმცა არა იმდენად კომფორტული, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება წარმოიდგინოთ. კანონის თანახმად კუპეში ადგილები იყიდება მხოლოდ ერთი სქესის წარმომადგენლებზე, ასე რომ თუ ვინმეს ამ საკითხთან დაკავშირებით რაიმე პრობლემა გქონდათ, შეგიძლიათ დამშვიდდეთ. ღამის მატარებლით მგზავრობის დადებით მხარეს რაც შეეხება, ისევ ბიუჯეტურ მოგზაურებს გეტყვით, რომ ზოგავთ 1 ღამის სასტუმროს გადასახადს, იგებთ დროს, შეგიძლიათ ღამის განმავლობაში კარგად გამოიძინოთ და მთელი შემდგომი დღე დაუთმოთ ახალ ქალაქში მოგზაურობას. 

სადგურიდან გამოსულს, ტაქსით მიმავალმა სახლამდე  ერთი შეხედვით უარყოფითი შეგრძნება დამეუფლა, ძველი შენობების და უსახური ქუჩების შემყურემ, თუმცა ეს გრძნობა მალევე გაიფანტა რაც უფრო ცენტრისკენ წავიწიეთ. 




ეს არის ძალიან ვიწრო ქუჩებიანი, აღმართიანი, საფირმო წითელ-ყვითელ ტრამვაიანი ქალაქი. ქუჩები ისე ვიწროა და პარკინგის პრობლემა იმდენად გართულებული, ჩემი გაოცება უნდა გენახათ, როცა შუა გზაში გააჩერა წინმავალმა მძღოლმა მანქანა და დაახლოებით 15 წუთი ვუცდიდით, სანამ მისი მგზავრები გადმობარგებას მოახდენდნენ. რათქმაუნდა მალევე შეიქმნა უსაშველო საცობი, თუმცა მეორე გაოცება მაშინ დამემართა, როცა ერთსაც არ გასჩენია სურვილი დაჩქარების მიზნით სიგნალისთვის დაეჭირა ხელი :)




ჩვენი გეგმის თანახმად ლისაბონში ჩასვლისთანავე ბარგი სადგურში შემნახველ კარადაში დავტოვეთ (ეს არის ყველაზე კარგი საშუალება მოგზაურისთვის და ვისურვებდი საქართველოშიც მალე დანერგილიყოს მსგავსი სისტემა) და წინასწარნაყიდი მატარებლის ბილეთებით გავემგზავრეთ სინტრასკენ. 



ლისაბონი - სინტრა მატარებელი დადის ყოველ 1 საათში და გზას დაახლოებით 40 წუთი სჭირდება. ეს არის პატარა მთიანი ქალაქი, შესულია იუნესკოს ძეგლთა დაცვის სიაში, სადაც შეგიძლიათ ნახოთ ძალიან ცნობილი სასახლეები: 
პენა













 მავრიტანული ციხე






 სინტრას სამეფო სასახლე:
ეს წვეტები სამზარეულოს ეკუთვნის და უბრალოდ გამწოვის ფუნქცია აკისრია









და კიდევ ერთი Quinta da Regaleira - საოცარი სასახლე, ულამაზესი ბაღით, სადაც მდებარეობს ე.წ ამობრუნებული ჭა.















 აქ მოგზაურობის მსურველებს გეტყვით რომ ამ ყველაფრის ნახვა შეგიძლიათ წითელი ტურისტული ავტობუსის დაქირავებით, ეს გულისხმობს გარკვეული საფასურით მთელდღიან ტურს, ხოლო რაც შეეხება ბიუჯეტურ მოგზაურს, მატარებლის სადგურთან ყოველ ნახევარ საათში ჩერდება ავტობუსი, რომელიც წრიულად მოძრაობს და მიდის ყველა ზემოთჩამოთვლილ ღირშესანიშნაობასთან.ფეხით სიარულს პენას ან მავრიტანული ციხის მიმართულებით უბრალოდ არ გირჩევთ, რადგან ეს ორი ღირშესანიშნაობა საკმაოდ მაღალ მთაზეა განლაგებული. 


ერთი სრული დღეს აბსოლუტურად საკმარისია, ამ პატარა ქალაქის დასათვალიერებლად. 






საღამოს ლისაბონში დაბრუნებულებმა შევძელით ღამის ლისაბონისთვის შეგვევლო თვალი.


მეორე დილით გეზი ბელემისკენ ავიღეთ. ეს გახლავთ ლისაბონის გარეუბანი. ვიმგზავრეთ ტრავმაით. დაახლოებით ნახევარი საათის გზაა და ნამდვილად ღირს ნახო შემდეგი ადგილები: 



Belem torre- belem tower - ეს არის 15 საუკუნის კოშკი, აგებული მდინარეში და ნამდვილად შთამბეჭდავ სანახაობას წარმოადგენს





აქედან შეგიძლიათ ფეხით გაისეირნოთ სანაპიროზე, საიდანაც ლამაზი ხედი იშლება მდინარეზე და ჩანს ბრაზილიური ქრისტეს ქანდაკების ასლი, ასევე ხიდი, რომელიც კვეთს ამ მდინარეს.



სანაპიროზე სეირნობისას მიადგებით მონუმენტს, სადაც შეგიძლიათ მოითხოვოთ ასვლა და სიმაღლიდან დაინახოთ შესანიშნავი ხედი მთელს ქალაქზე, პორტზე  და ულამაზეს ბელემის მონასტერზე.






ამის შემდეგ უკვე შეგიძლიათ მოინახულოთ თავად სასახლე და კათედრალი. აღსანიშნავია, რომ ტაძარში არის დაკრძალული ცნობილი პორტუგალიერი მოგზაურო ვასკო და გამა, რომელმაც 15 საუკუნეში პირველმა იმოგზაურა ინდოეთის ოკეანის მიმართულებით.





უძველესი ელტებით დაინტერესებული ადამიანებისთვის აღმოჩენა იქნება ეტლების მუზეუმი, სადაც ხის ეტლიდან დაწყებული, ოქროს სამეფო ეტლით დამთავრებული უდიდეს კოლექციას ნახავთ.




ამ ტერიტორიიდან დაახლოებით 5 წუთით სეირნობა მოგიწევთ, რომ ნახოთ და აუცილებლად გასინჯოთ პორტუგალიური ტკბილეული - პასტეიშა, ეს არის ნამცხვარი, კრემით, თუმცა გასინჯვად ნამდვილად ღირს, თან კონკრეტულად ამ მაღაზიაში. როგორც ამბობენ ყველაზე გემრიელი აქ ცხვება და ამიტომაც ყოველთვის დიდი რიგი დგას.



ლისაბონში სტუმრობისას, გარდა პასტეიშასი და ზღვის პროდუქტებისა შეგიძლიათ მოძებნოთ მაღაზია, სადაც ალუბლის ლიქიორიან შოკოლადს მიირთმევთ. მერწმუნეთ გესიამოვნებათ.

არ დაგავიწყდეთ წამოსვლისას სუვენირად თუ საკუთარი კოლექციისთვის ხელს გამოაყოლო ადგილობრივი პორტვეინი


რაც შეეხება თავად ლისაბონს: ეს არის ქალაქი, სადაც უნდა ისეირნო ფეხით, გაუჩერებლად,  ძველ უბნებში, დაათვალიერო საოცარი ფასადის, ფილებით შემკული თუ მოხატული სახლები, იმგზავრო ყვითელი ტრავმაით, ნახო ე.წ ტურისტული მანქანები - ტუკ-ტუკები. იშოპინგო, რადგან მგონია, რომ ყველაზე იაფი და კარგი არჩევანი ამ ქალაქში იყო, უნდა უყურო მზის ჩასვლას, რომელიმე პანორამული გადმოსახედიდან და უბრალოდ ჩემნაირად ფეხები "ჩააატყაპუნო" ოკეანეში.

























P.S სამწუხაროდ ამ სამ დღეში არ მოესწრო კიდევ ერთი ლამაზი ქალაქის პორტოს ნახვა, ასე რომ მეორედ ჩასვლის საბაბი მე ნამდვილად მაქვს. :)



0 comments: