ჩემი რომაული არდადეგები
ნაწილი I Rome
რომში მოგზაურობა რომ ყველას ოცნებაა და რომი რომ მარადიული ქალაქია ეს ყველამ ვიცით, ამიტომ
ბევრს არ გავაგრძელებ:
ბევრს არ გავაგრძელებ:
ტურის დაგეგმვისას სრულიად რაციონალურად გადავწყვიტეთ სასტუმრო ცენტრიდან მოშორებით დაგვეჯავშნა, მიზეზი იყო ძალიან მარტივი: ინტერესი რა ხდება რომის პერიფერიაში გაPRებული კოლიზეუმის და სხვა ღირშესანიშნაობების გარეთ. ვფიქრობდით, რომ გარდა სურათებით ათასჯერ ნანახისა, ჩვენთვის უფრო საინტერესო იქნებოდა რომის რეალურ ცხოვრებაზე დაკვირვება. შედეგი მივიღეთ შემდეგი: სასტუმრო თავისთავად ისეთი იყო რაც შევარჩიეთ, ანუ კარგი, თუმცა ქალაქი მოსაწყენი და არაფრით საინტერესო. როგორც ყველგან ალბათ აქაც, პერიფერია განსაზღვრულია ემიგრანტებისთვის (ამ შემთხვევაში აზია-აფრიკა, ძირითადად ფერადკანიანი მოსახლეობა ჭარბობდა). იმდენად უფერულია გარემო, რომ ძალიან მარტივად გეგონება თავი მაგ: ხაშურში, ან ფონიჭალაში. გარეუბანში ცხოვრებით ვერაფრით შეძლებ აღიქვა რომ იტალიაში ხარ, დიახ, იმ იტალიაში სადაც მოხვედრაზე ამდენი წელი შეიძლება გიოცნებია. თუმცა მეორე მხრივ, ჩვენი ექსპერიმენტი კარგად დაგვეხმარა გაგვეგო, რა უჭირს, რა ულხინს ამ ქვეყანაში მცხოვრებ ხალხს და სულ მარტივად, გაპიარებული რომის უკან რა პრობლემები იმალება თვითონ მოსახლეობაში.
ცენტრი ძირითადად ტურისტების თავმოყრის ადგილია, რომელთა სიმრავლესაც ეს ქვეყანა ნამდვილად არ უჩივის. რომის რეალური, ყოველდღიური ცხოვრება თუ გინდა შეიგრძნო მინიმუმ ერთხელ მაინც უნდა იმგზავრო იმ ავტობუსით, რომელიც ძალიან ჰგავდა ჩვენი ქვეყნის რომელიმე ღრმა სოფლისკენ მიმავალ ტრანსპორტს. ახლაც ვერ ამიხსნია, რატომ არ გამოთქვამდა თუნდაც ერთი კაცი პრეტენზიას ამ ტრანსპორტში არსებული გაუსაძლისი სიცხის, კონდინციონერის არ არსებობის და დალუქული ფანჯრების გამო. ვერ ამიხსნია, რატომ მგზავრობს ათასობით ადამიანი უფასოდ საზ. ტრანსპორტში (ავტობუსი და ტრავმაი მაქვს მხედველობაში).

აქ ყველაზე სახალისო ჟესტების ენით სარგებლობაა, რას იზავ როცა სხვა გამოსავალი არ არის, არც შენ იცი იტალიური და არც იმან რაიმე სხვა ენა. ის ლაპარაკობს გაუჩერებლივ, შენ უსმენ, სანამ ხელების მოძრაობით არ მიხვდები, რა უნდა ამ პატიოსან ადამიანს. თავდაპირველად, სულ იმის განცდა მქონდა რომ ყველა ჩხუბობდა, შემდეგ დავასკვენით, რომ ეს ტემბრის ბრალია და სხვა არაფერი.
მარტივი წარმოსადგენია, ქუჩაში გააჩერებ ადამიანს და უთითებ რუკაზე კონკრეტულ ადგილს, მისი რეაქცია: ოჰ მამამია და იწყება ხელებით, გასხაპული იტალიურით დაახლოებით ისეთი გზის ახსნა ფილმ "ჭრიჭინაში" სანდრო ჟორჟოლიანის გმირი რომ ხსნის :)))) ამას მოჰყვება ბევრჯერ დაკარგვა, ბევრი წრე იმავე ადგილზე დაბრუნებით და ძალიან ბევრი დამწვარი კალორია (არ გაგიკვირდეთ, ჯიბით დამაქვს კალორიების მთვლელი : D )

თავად რომის ძირითად, ყველასთვის საინტერესო ნაწილს რაც შეეხება, პირველი შოკი თვითმფრინავიდან დანახული ვატიკანია. ნაცნობი ადგილის დანახვის შემდეგ იწყება იმის ძიება კიდევ რას ხედავ, მაგრამ თვითმფრინავი ისეთი სისწრაფით შორდება დასახლებულ ტერიტორიას და დაფრენამდე იმდენად არაფერი საინტერესო ხდება ქვევით, ეჭვი გიჩნდება მარშუტი ხომ არ აგერია.
სასტუმროს პირველადი დათვალიერებისა და იმ ფაქტის გააზრების შემდეგ, რომ უკვე იტალიაში ხარ ითხოვ რუკას, ხაზავ სანახავი ადგილებს და იწყებ მათ მიმართულებით ხეტიალს. ყველაფრის ერთიანად ნახვის სურვილი იმდენად დიდია, რომ პირველივე დღეს ვნახულობთ რომის ძირითად სანახაობებს, სულ რამდენიმე საათში. ამას დავარქვათ დაზვერვითი მოძრაობა, იმის დასადგენად ხომ ყველაფერი ადგილზე დაგვხვდა :))) დანარჩენი 4 დღე უკვე პირველივე დღეს შემორბენით ნანახის ძირფესვიანად შეცნობა - დათვალიერებას ვანდომებთ.
ახლა მოკლედ იმის შესახებ ბოლოსდაბოლოს რა ვნახეთ რომში:
კოლიზეუმი (colosseus – უზარმაზარი, კოლოსალური): ეს ნაგებობა აშენდა ახ. წ. 72–80 წლებში, მთავარი ფუნქცია: გლადიატორთა შებრძოლება არენაზე, ან სიკვდილმისჯილთა ბრძოლა ველურ ცხოველებთან.
ინფორმაციისთვის, კოლიზეუმის ინტერიერის დათვალიერების ფასი 12 ევროა
რაც შეეხება შიგნეულობას, ასეთია:
შემდეგი გაჩერების ადგილია fontana di trevi -ტრევის შადრევანი. აგებულია XVIII საუკუნეში
თუ შეძლებთ გაარღვიოთ ხალხის დიდი მასა, დადექით შადრევანთან ზურგით, გადააგდეთ ცენტიანი და ჩაიფიქრეთ, ამბობენ სრულდებაო :) რამდენად სრულდება ეს სურვილები არ ვიცი, მაგრამ რომის ბიუჯეტს რომ კარგად ავსებს ეს ცხადია.
P.S სადღაც ამოვიკითხე: იმისათვის, რომ რომში ისევ დაბრუნდე, შადრევნის აუზში მონეტა უნდა ისროლო. თუ იტალიელის გაცნობა გინდა, აუზში 2 მონეტის ჩაგდება მოგიწევს, თუ იტალიაში გათხოვება - 3 მონეტას უნდა შეელიო.
რამდენადაც რომი უსაზღვროდ მდიდარია სანახაობრივი მხრივ, ტაძრებით, პიაცებით, ბაღებით და ა.შ, რამდენადაც მის შესახებ ძალიან ბევრი ინფორმაციის მოძიება შეიძლება ინტეტნეტში, მე დროს აღარ დავკარგავ ამ ყველაფრის კოპირებით და მხოლოდ ჩემს მიერ გადაღებული სურათებით შემოვიფარგლები.

ალბათ რამდენი კინო-კლიპი და ზოგადად კადრი გადაღებულა ამ ქვეყნის რეკლამისთვის, მაგრამ ჩემი აზრით, რომის ყველაზე კარგი რეკლამა ფილმი "რომაული არდადეგებია". მის რეჟისორს ალბათ ვერც წარმოედგინა წლების შემდეგაც როგორი გავლენიანი იქნებოდა მისი შემოქმედება. ჰოდა ჩვენც იმათ რიცხვს განვეკუთვნებით, ვინც რომალური არდადეგებისას სწორედ ამ ფილმის მთავარი პერსონაჟების კვალდაკვალ იარა:
piazza del popolo
Piazza della repubblica:
piazza di spagna: აქ არის ე.წ ესპანური კიბეები. მდებარეობს მეტროსთან ახლოს და ვისაც გიტაცებთ ხელზე მკითხაობა, შებინდებისას სწორედ ამ მეტროსთან იყრიან თავს მკითხავები, რაც არ უნდა გასაკვირად მოგეჩვენოთ ისინი ძირითადად მამაკაცები არიან. რაც შეეხება თავად ამ კიბეებს. დასვენების კარგი საშუალებაა, მითუმეტეს, რომ აქ შეხვდებით ტურისტულ ჯგუფებს, რომლებიც ნაციონალური შემოქმედებით გაგართობენ.
piazza navona: ეს პიაცა მომეწონა ყველაზე მეტად. ბევრი ღია კაფე, გარე შოუები, მხატვრები და სასიამოვნო გარემოა.
Piazza bocca della vetlrita: სახელწოდება თუ არაფერს გეუბნებათ, სურათის მიხედვით მიხვდებით რაზეა აქ საუბარი. უდიდესი რიგი, მიზანი ერთი, გააცოცხლო ზემოთხსენებულ "რომაულ არდადეგებში" არსებული კადრი. ხანგრძლივ რიგში დგომას გიმსუბუქებს დაცვის ბიჭი, რომელიც ყველანაირად ცდილობს შეგაშინოს მოსალოდნელი საფრთხით. რეალურად ამ სიმბოლომდე მისვლა უფასოა, თუმცა ადგილზე გხვდება კიდევ ერთი სიმპათიური ყმაწვილი, რომელიც კატეგორიულად ითხოვს 1 ევროს. ამ სიმბოლოსთან ტრადიციული სურათის გადაღების შემდეგ ინაცვლებ ეკლესიაში, სადაც შესვლა მხოლოდ შესაბამისი ჩაცმულობითაა შესაძლებელი.
piazza del campidoglio:
piazza colonna:
Piazza della rotonda: ამ მოედანზე მდებარეობს პანთეონი, რომის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა.
Piazza venezia:
რჩევები ჩემგან:
მხოლოდ ამ ქალაქში იმდენი რამ არის სანახავი ნამდვილად არ გეყოფათ ცოტა დრო, რომ შეძლოთ ყველაფრის დათვალიერება, ამიტომ თავიდანვე შეამზადეთ თავი ბევრი სიარულისთვის. მოდუნდით და დატკბით იმ სანახაობებით, რასაც თუნდაც სეირნობის დროს შემთხვევით წააწყდებით.
ალბათ ბევრმა არ იცით, რომ ქალაქ რომში, კერძოდ ბორგეზეს ბარში მდებარეობს შოთა რუსთაველის ძეგლი. თუ სწორად მახსოვს ამ პროექტის განხორციელება რამდენიმე წლის წინ მოხდა. განსაკუთრებულობა კი იმაში მდგომარეობს, რომ ამ ბაღში მხოლოდ ისტორიის მანძილზე "სამყაროს მონაპოვარი" ადამიანების ქანდაკებებია და მათ შორისაა ქართველიც :) მიუხედავად იმისა, რომ სტატუს მოძებნას ძალიან დიდი დრო მოვანდომეთ, მისმა დანახვამ იმდენად გაგვახარა, თითქოს თავად შოთას საფლავი აღმოგვეჩინა
თქვენთვის სასურველი პირის მოძიებაში აუცილებლად დაგეხმარებათ ეს ჩამონათვალი, ნომრის მიხედვით შეძლებთ უფრო მარტივად მიაგნოთ დანიშნულების ადგილს. (შოთა რუსთაველი აქ 45ეა)
თავად ბაღი დიდ ფართობს მოიცავს და ძალიან კარგია დასვენებისთვის
თუ გალერეაში შესვლას გადაწყვეტთ, გაითვალისწინეთ რომ ბილეთები ადრევე დაჯავშნოთ ინტერნეტით, ადგილზე ბილეთები ჩვენ ვერ ვიშოვეთ
P.S აუცილებლად გასინჯეთ იტალიური სამზარეულოს შედევრები:
პიცა
ლაზანია
სპაგეტი
ტირამისუ
და აუარებელი სახეობის ნაყინი
გაგრძელებაში იქნება ვატიკანი, ფლორენცია, ვენეცია, მილანი და პიზა :)
0 comments:
Post a Comment