ჯუთა - ჭაუხები

ბლოგერებო, მოგზაურებო, პატრიოტებო და უბრალოდ ტურისტებო, სოფელი ჯუთა ერთ-ერთი იმ ადგილთაგანია საქართველოში, რომლის უნახაობა არ იქნება. იგი მდებარეობს ზღვის დონიდან 2200 მეტრზე და სოფ. უშგულთან ერთად ითვლება ევროპის ყველაზე მაღალ დასახლებად. სხვათაშორის სულ არის იმაზე დავა, რომელი უფრო მაღალზეა: უშგული თუ ჯუთა. ვილკიპედიის მიხედვით, ორივეს სიმაღლე ზღვის დონიდან დაახლ. 2200 მეტრია. ორივე ჩვენია და რა პრობლემაა რომელს მივანიჭებთ პრიორიტეტს. 


სოფ. ჯუთა მდებარეობს ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ კალთაზე, სტეფანწმინდიდან დაახლოებით 20 კილომეტრში. თბილისიდან 
დაახლოებით 3 საათის სავალზე. 

ესეც რუკა:  

აქ მოსახვედრად, გარდა იმისა რომ შეგიძლიათ იმგზავროთ წინასწარ დაქირავებული ტრანსპორტით, ასევე ავტოსტოპით ან ყაზბეგამდე მიმავალი სარეისო სამარშუტოთი, რომელსაც გამოყვებით სნოს გადასახვევამდე და იქიდან ან ტაქსი, ან ისევ ავტოსტოპი. ბოლო წერტილამდე ანუ სოფ: ჯუთამდე მისასვლელად ორიენტაცია აიღეთ მაღალი გამავლობის მანქანაზე ან მსგავსი სახეობის სამარშუტოზე. 

რაც შეეხება თავად ადგილს. მისი მონახულება შეგიძლიათ მხოლოდ მათ, ვისაც გიყვართ დიდი მთები, ტბა და სიგრილე, ან უბრალოდ გსურთ გაერიდოთ ქალაქის ხმაურს და აგვისტოს ხვატს. 

ადგილზე არის კომფორტული სასტუმრო;




 ასევე,  ბანაკი ზეთა (ჰოსტელის ტიპის, სადაც დარჩენა ფასიანია) 




და უამრავი ადგილი საბანაკედ. მე გირჩევთ საკუთარი აღჭურვილობით წაბრძანდეთ და ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე  გაატაროთ მოგზაურობისთვის განკუთვნილი დრო.





აქვე: სოფ. ჯუთამდე თქვენ გაივლით სოფელ სნოს (ეს გახლავთ უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორეს დაბადების ადგილი) და კიდევ რამდენიმე ლამაზ დასახლებას:






მთავარი ღირშესანიშნაობა ამ მხარეში,  გარდა თავად ზემოთხსენებული სოფლისა, არის მთათა მასივი ჭაუხები. თავად ჭაუხებს რაც შეეხება, იგი შედგება რამდენიმე სახელობითი მწვერვალისგან (მუხაძე, თიკანაძე, რჩეულიშვილი ) და მის ძირში მოხვედრა შეგიძლიათ როგორც სოფ. ჯუთას მხრიდან - დაახლოებით 4 კილომეტრი, ეს არის საფეხმავლო გზა, საკმაოდ მარტივი, თუ არ ჩავთვლით დასაწყისში არსებულ ერთ აღმართს. ტბას, რომელიც სურათებშია რა ჰქვია არ ვიცი :)









ასევე სოფელი როშკას მხრიდან, იმავე სირთულის და სიგრძის გზა გახლავთ, ამ მხარეს აქვს ერთი უპირატესობა, გზად ნახულობ სამ ტბას, რომლებსაც სხვანაირად აბუდელაურის ტბებს უწოდებენ, თავად მათი სახელები კი ფერიდან გამომდინარეა და მწვანე, ლურჯი და თეთრი ტბები, ასე იწოდებიან. (ამ ტბებზე გასულ წელს ვიყავი, სურათები ჩემი საკუთრებაა :) )

მწვანე:   

ლურჯი:  

თეთრი: 

არის კიდევ ერთი შესაძლებლობა, თუ დრო და ფიზიკური მონაცემები გაძლევთ საშუალებას, შეგიძლიათ უღელტეხილის საშუალებით ორივე მხარეს მოხვდეთ, როშკიდან ჯუთასკენ ან პირიქით. ამ შემთხვევაში თქვენი მოგზაურობა იქნება რთული.

წარმატებები ყველას ვინც ამ პოსტს წაიკითხავს და სურვილი გაუჩნდება იმოგზაუროს ამ ჯადოსნურ მხარეში .



13 comments:

  1. სტეფამწმინდიდან ჯუთამდე ტაქსი რა ღირს ხომ არ იცით?

  1. არ ვიცი სამწუხაროდ :)

  1. ტემპერატურა როგორია? ტანსაცმელი როგორ შევარჩიოთ?

  1. გამარჯობა ანა, გრილა საკმაოდ, საღამოხანს მითუმეტეს. აუცილებლად იქონიეთ თბილი ტანსაცმელი :)

  1. Posted by Anonymous on August 15, 2016 at 12:00 AM

    ჯუთაში რამე მაღაზიის მაგვარი არის თუიცი?

  1. არ იყო მე როცა ვიყავი, ახლა რა ხდება ვერ გეტყვი. ერთი დიდი სასტუმროა და შიგნით თუ იყიდება რამე ეგ არ ვიცი.

  1. გამარჯობა,მაინტერესებს როშკადან აბუდელაურის ტბებამდე თუა რამე მინიშნებები გზის...ანუ გზის გაგდნება როგორ ხდება?

  1. გამარჯობა Morris, მე აბუდელაურებზე ვიყავი 2012 წელს და მაშინ ნამდვილად არ იყო. ამ ეტაპზე რა ხდება ვერ გეტყვით. ისე რამდენიმე ბილიკი მიდის და დაკარგვის შანსი ნაკლებად არის. ბილიკს რომც აცდეთ, სადღაც აუცილებლად შეუერთდება გზები ერთმანეთს.

  1. გამარჯიბათ მაინტერესებს ყაზბგი ,ჯუთა ,აბუდელაურის ტბა და ჭაუხებს ერთ დღეში მოვასწრებთ?

  1. Posted by Anonymous on July 18, 2017 at 9:50 PM

    go du. საკმაოდ რთული იქნება ერთ დღეში. უღელტეხილი ორივე მხრიდან საკმაოდ დამრეცია, თან როშკის მხარეს ზედა ნაწილი ნაშალია და ამოსვლა ძნელი და დამღლელია.

  1. გამარჯობათ ბათუმიდან მანდ როგორ მოვხვდე? ალბათ თბილისში მომიწევს ჩამოსვლა ეგებ მირჩიოთ რამე?

  1. კი თბილისიდან, კერძოდ დიდუბის ავტოსადგურიდან უნდა გაყვეთ სამარშუტოს ყაზბეგის მიმართულებით. თავად ჯუთამდე არ მგონია დადიოდეს სარეისო, სნოს გადასახვევიდან 15 კმ-შია ეს სოფელი. სეზონზე ბევრი მანქანა მოძრაობს და ავტოსტოპი ამართლებს ხოლმე :)

  1. მოგესალმებით,
    ძველი პოსტია, მაგრამ ვფიქრობ ვინმეს ეცოდინება.ჯუთაში სადაც დასაბანაკებელი ადგილია, ცეცხლის დანთება შეიძლება და შეშა თუ იშოვება?