ჭეშმარიტება სულის უკვდავებაშია (წმ. გაბრიელ ურგებაძე)

მე წილად მხვდა უდიდესი ბედნიერება ძალიან ახლოს ვყოფილიყავი და ჩემს თავზე განმეცადა წმინდა ბერი გაბრიელის საფლავის გახსნით გამოწვეული სიხარული. რამდენიმე სიტყვით და ბევრი სურათით შევეცდები გადმოვცე ეს განცდა.


ყველას ახსოვს რა ქაოსი გამოიწვია შობის წინა დღეებში გაჟღერებულმა ფრაზამ, მამა გაბრიელი 2 სურვილს უსრულებს საფლავზე მოსულ მლოცველებსო და სულაც არ იყო მოულოდნელი გადაწყვეტილება უსაფრთხოების მაქსიმალური ზომები ყოფილიყო მიღებული საფლავის გახსნის დროს, რატომ? ამაზე ჩემი პასუხი მაქვს და აქ არ დავწერ :))
ინფორმაციისთვის საშვები გაცემული იყო მეუფეებზე, სასულიერო პირებზე, ბერ-მონაზვნებზე, სტიქაროსნებზე, სამთავრობო ელიტაზე და სამთავროს დედათა მონასტერში მოღვაწე დედების ორ ახლობელზე. უფრო ზუსტად, თითო მონაზონს წინა დღეს მისცეს უფლება დახმარების მიზნით ტაძრის ტერიტორიაზე შემოეყვანა ორი ნათესავი. მათ შორის აღმოვჩნდი მეც, რადგან დეიდაჩემი ამ ტაძარში მოღვაწე მონაზონია. 


წინა დღე იყო ძალიან დატვირთული, საოცრად ბევრი საქმით. ემოცია ენით გამოუხატავი. დაღამებამ მეტი სიმშვიდე მოიტანა და უკვე გარკვევით ისმოდა გარედან ხალხის ხმა. ტაძრის ტერიტორიაზე მყოფ სტუმრებს მოგვიწოდეს მორჩილების დასრულების შემდეგ დასასვენებლად წავსულიყავით, ღამის ათი იყო გალობის და ლოცვის ხმამ მამცნო რომ ეზოში უკვე რაღაც ხდებოდა. იქვე გავარკვიე რომ საფლავის გათხრა დაეწყოთ. ინტერესი საოცრად დიდი იყო და ისიც ვიცოდი რომ ეს საქმე ძალიან შრომატევადი გახლდათ. კურთხევას თავი ავარიდე და რამდენიმე წამით აღმოვჩნდი საფლავის ტერიტორიაზე, სადაც გასაოცარი რამ ხდებოდა, არა ამის გადმოცემა ენას არ შეუძლია. უბრალოდ გამიხარდა რომ მათ შორიც ჩემი ძმაც დავლანდე, რომელიც ამ პროცესში იღებდა მონაწილეობას...

  

მერე იყო გაუსაძლისი რამდენიმე საათი, იძულებული გავხდი ტაძრის წესებს დავმოჩილებოდი და ჩემს კელიაში დავრჩენილიყავი. ამ დროს ძილი გამორიცხულია, ყველა აფორიაქებულია, გარედან შეძახილები ისმის "შემოგვიშვით", მეორე ნაწილი გალობს და ლოცულობს. საფლავის გათხრა შეუწყვეტლივ მიმდინარეობს, პროცესს თან ახლავს პარაკლისი და გალობა. მოგვიანებით აღმოვაჩენ რომ ამ მგალობლებს შორის ჩემი ძველი თანამშრომელია, რომელიც ძალიან მიყვარს და კიდევ უფრო ბედნიერად ვგრძნობ თავს.. კელიაში მყოფი გულწრფელად განვიცდი რით დავიმსახურე, რომ მე აქ ვარ და ხალხი გარეთ, ვფიქრობ ალბათ როგორ უნდათ ჩემს ადგილას იყვნენ. ეს კოშმარი მალე მთავრდება, რადგან დაახლოებით 1 საათში მაძლევენ უფლებას საფლავთან ახლოს მივიკუნჭო, ისე რომ ხელი არავის შევუშალო, თუ რათქმაუნდა ღამის გაუსაძლის სიცივეს გავუძლებ. გარეთ გასულს უამრავი ჯარისკაცი მხვდება საფლავის მიმდებარე ტერიტორიასთან და უსაშველო სიმშვიდე, მოლოდინი. აქვე მეუბნებიან, რომ საფლავის გახსნისას დაახლოებით 1 ტომარა ძველი ძვლებია ამოღებული. რათქმაუნდა, ეს ხომ სამთავროს მონასტერია, რომელიც მეექვსე საუკუნიდან არსებობს და რამდენ ბერ-მონაზონს უმოღვაწია აქ საუკუნეთა მანძილზე. 

ვკალათდები სამრეკლოზე, ამჟამად უკვე მხოლოდ ბერები მუშაობენ საფლავის გათხრაზე. მალევე ვიგებ რომ მათ იმ ფიცრამდე მიუღწევიათ, რომელზეც მამა გაბრიელი, ჭილობში გახვეული დაუსვენებიათ თავის დროზე და დაუკრძალავთ. გათხრის და შემოგარენის შელამაზების პროცესი აქ სრულდება, იმ სახეს იღებს რაც სურათშია და ველოდებით განთიადს, მეუფეების მოსვლას, რომ მოხდეს დარჩენილი სამუშაოს დასრულება მათი თანხლებით. 



განთიადი ბევრჯერ მინახავს სამთავროში ღამისთევის შემდეგ, მაგრამ ეს მაინც განსაკუთრებულია, სუსხიანი და ვარდისფერი ცით




სამრეკლოდან კარგად ჩანს გარე ეზოში დანთებული მრავალი კოცონი, კედელთან მოგროვილი ხალხი, 





დაახლოებით 9 საათზე უკვე ყველა სასულიერო პირი იკრიბება ეზოში და იწყება კულმინაცია, უდიდესი მოლოდინი... 
















 P.S ეს სურათები მცირე ნაწილი მათთვის ვისაც ეგონა რრომ ტაძრის ეზოში მხოლოდ კარგადმყოფები იდგნენ







P.S.S  ეს სურათები კი უკვე ისტორიაა




0 comments: