უსათაურო
არა ეს 2შაბათი მძიმე სულაც არ არის. ჩვეულებისამებრ დატვირთულია საქმით და ემოციებით...... ყველიერის კვირა დაიწყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთ კვირაში ძალიან ბევრი რამის მოსწრებას ვაპირებ. არადა ეს წვრილ–წვრილი რაღაცეები იმდენია დროს ვერ ვანაწილებ. დილიდან დავიწყე იმაზე ფიქრი როდის რა გავაკეთო, მაგრამ რაღაც დრო არ მყოფნის ვხვდები და ამიტომ მთელი დღეა ცოტა არეულივით ვარ. არადა ეს ის წვრილმანებია, რაც მარხვაში არ მინდა ვაკეთო და დროის გადაწევად კი არ მიღირს. ვნახოთ აბა კვირის ბოლომდე რამდენს გავაპლიუსებ. ჯერ მარტო მოქმედებათა ჩამონათვალს ვაზუსტებ და არ მინდა რამე გამომრჩეს, ან ისე არ აღმოჩნდეს რომ სადღაც ჩავეწერე და მერე არ მივედი. ნუ მოკლედ ვნახოთ რა იქნება
ხო კიდევ, დღე ოცნებების აგებით დავიწყეთ, მე და ბაბისამ ვირტუალურად რამდენიმე ქვეყანაში ვიმოგზაურეთ,ამ ბლოგმა ხომ დილიდან საერთოდ მომისპო მუშაობის სურვილი.
ოცნებას კაცი არ მოუკლავს და თუ ეს ოცნება მშვენიერი რამაა იყოს რას მიშლის :)))
Posted by vasasi on February 8, 2010 at 8:52 AM
mec minda mand...
sadac apirebt..
ogond, turinshi milanis cdunebas ver gavudzleb.. :)