პარიზის დისნეილენდი (Disneyland Paris)

პარიზის დისნეილენდში ვიყავი. დიახ, მე ავისრულე ყველა ბავშვის და ბავშვობაში დარჩენილი დიდის ოცნება. კარგი იყო, ლამაზი, თავბრუსდამხვევი, ემოციური და სრული სიგიჟე. 



პარიზიდან დისნეილენდამდე მატარებლით მგზავრობ, რომლის ფასი 7 ევროა. მიმართულება ძალიან მარტივი მისაგნებია. მთავარია დახედოთ მეტროს რუკას და ბოლო გაჩერებებს.

პარიზის დისნეილენდი ბილეთების რამდენიმე კომბინაციას გთავაზობთ. ეს ადგილი შედგება ორი პარკისგან. თუ ერთი დღე გაქვთ მხოლოდ დისნეილენდისთვის, გირჩევთ აიღოთ ერთი პარკის ბილეთი, რომლის ფასი ადგილზე 79 ევროა და შედის ყველა ატრაქციონი. თუმცა ამ სოლიდური ფასის გადახდას, გირჩევთ ბილეთი წინასწარ შეიძინოთ online, სადაც სტანდარტულად 50 ევრო, ხოლო განსაკუთრებულ დღეებში უფრო იაფიცაა შესვლა. პარკის კარებთან მისული და ფასის სხვაობით დაშოკილი, ნუ დაუწყებთ ძებნას ონლაინ ბილეთებს, რადგან მაქსიმუმ წინა დღეს შეგიძლიათ შეიძინოთ მომდევნო დღის ბილეთი. როგორც მითხრეს დისნეილენდის სიახლოვეს გადამყიდველებიც მოძრაობენ, რომლებიც შედარებით იაფად გთავაზობენ ბილეთს. არსებობს ასევე ორპარკიანი, ორდღიანი, ერთთვიანი და ულიმიტო ვიზიტის ბილეთები. განსხვავება 2 პარკს შორის ისაა, რომ პირველი და ცენტრალური პარკი, ძირითადად საბავშვო ატრაქციონებს მოიცავს და მხოლოდ სამი მთა შედის უფროსებისთვის, მეორე პარკში მეტი არჩევანია, თუმცა საბავშო ატრაქციონი სულაც არ ნიშნავს საბავშვოს პირდაპირი გაგებით. ყველა ასაკის ადამიანს შეუძლია ისიამოვნოს მრავალფეროვანი და ულამაზესი სანახაობებით. 



პარკი  მოიცავს ლამაზ საბავშვო მაღაზიებს, სადაც იყიდება ულამაზესი აქსესუარები, ზღაპრის გმირების ფორმები, კაბები, სათამაშოები და უამრავი ჯადოსნური რამ, რაც არამარტო ბავშვს მოიყვანს აღფრთოვანებაში, უფროსსაც არ დატოვებს გულგრილს. არ დაგავიწყდეთ, რომ შიდა მაღაზიის პროდუქცია ფასიანია და საკმაოდ ძვირი ღირს ყველაფერი. 








რამდენადაც დისნეილენდში დღე ისე გადის გართობაში, რომ დროის აღქმას კარგავ, ფინანსებშიც შეზღუდული ხარ, კარგი იქნება თუ საკვებზეც ადრევე იზრუნებ. შეტანა რათქმაუნდა შეგიძლია.

პარკში შესვლისთანავე თვალში გხვდება ესოდენ ნაცნობი სასახლე, 


შემდეგ ირჩევ ხან ერთ კარუსელს, ხან მეორეს, ან ლაბირინთში იკარგები. რა მნიშვნელობა აქვს ეს ცხენები იქნება, სპილოები თუ მატარებლები, რომლებზეც საქართველოში, ზოოპარკში ან მთაწმინდაზე არასდროს დაჯდები. აქ ყველაფერი მოგწონს და დაახლოებით 4 ატრაქციონის შემდეგ ხვდები, რომ უკვე თავბრუ გესხმის, 






შემდეგ მატარებლით უვლი მთელს პარკს, ნავებით მოგზაურობ ზღაპრების თუ თოჯინების სამყაროში. ნახულოს კაპიტან ნემოს წყალქვეშა გემს და სტუმრობ კოსმოსურ სამყაროს.










მალე დგება საშიში მთის დროც და უკვე გონებაარეული ჯდები დიდების გასართობზე და იქიდან ჩამოსული აცნობიერებს, რომ ამქვეყნად ნახევრად აღარ ხარ. გიხარია, რომ ნასადილევი არ იყავი.




დაახლოებით 05:30PM-ზე პარკში იწყება ე.წ. აღლუმი, თეატრალური შოუ, სასახლიდან გამოდიან ზღაპრის გმირები და გადიან ცენტრალურ მოედანზე  სიმღერით და ცეკვით, დიდი და ლამაზი კონსტრუქციებით. გესმის ბავშვების ყიჟინა და სიხარულისგან გამოწვეული შეძახილები. რეალში ხედავენ საყვარელ ზღაპრის გმირებს. პროცესი მაქსიმუმ ნახევარი საათი გრძელდება და ჩვენ ისევ ვუბრუნდებით დარჩენილ ატრაქციონებს. 











ჩემს მეგობარს მეორე მთაც უნდა დააგემოვნოს, მე ამის თავი აღარ მაქვს. დარჩენილ მარტივ გასართობებს დავდევ და მაღაზიებში გამოშლილ თოჯინებს ვათვალიერებ. 








დაპარკინგებული კალიასკები გინახავთ ოდესმე? 



შებინდებისას კიდევ უფრო სასწაულ ფერს იღებს გარემო. გვირჩევენ დავესწროთ პარკის დახურვის ცერემონიალს და ჩვენც ვრჩებით. დაახლოებით 21:00 ზე იწყება ბოლო შოუ, რომლის უნახაობა არ იქნება, რომელიც სულ გადაფარავს მთელი დღის განმავლობაში მიღებულ ემოციებს. ეს არის ნამდვილი ზღაპრული გარემო. 













არეულ ხმებში ქართული საუბარი მესმის, ოჯახია - დედ-მამას ჰყავს შვილები წამოყვანილი, ჩემს სიხარულს საზღვარი არ აქვს, რადგან მთელი დღეა ვნატრობ ნეტა ბევრმა ბავშვმა და განსაკუთრებით ქართველმა მოახერხოს ამის ნახვა. 


ჯადოსნური დღე სრულდება, პარკის ადმინისტრაცია გვემშვიდობება და ყველა მიემართება მატარებლისკენ. აქ რათქმაუნდა ყველას ავიწყდება ქალი-კაცი, უფროს-უმცროსი, ბავშვი თუ მოხუცი. ქაოსს  მატარებელში სკამზე დაჯდომის სურვილი იწვევს. შუა პარიზში ასეთს ნამდვილად არ ელი, ახალი მატარებელი ხომ 15 წუთში მოვა. ხმა გვატყობინებს, რომ მატარებელი მანამ არ დაიძვრება, სანამ ერთ-ერთ ვაგონში დარჩენილი ჩანთის პარტონი არ გამოჩნდება,
ან პოლიცია არ დაათვალიერებს რა დევს შიგნით. მოკლედ, ვბრუნდებით რეალობაში და ლამაზი ჯადოსნური, ბავშვური დღე ასე სრულდება.







0 comments: