არასდროს იქნება არასოდეს...

ჩანთა ჩალაგებულია...

საბუთები მოწესრიგებულია....

მეც სრულ მზადყოფნაში ვიმყოფები...

ისღა დამრჩენია 3 საათიც ველოდო და.........


სად მივდივარ???

დაახლოებით წელიწად ნახევრის წინ ტრაპზონში ყოფნისას, ჯგუფს თან გვახლდა ერთი ადამიანი, რომელიც ის ის იყო დაშორდა მისთვის ძვირფას პიროვნებას და სერიოზულ დეპრესიას ებრძოდა. ჩვენ, მისი ახლადგაცნობილი "მეგობრები" ვცდილობდით დავხმარებოდით სულიერად, რომ მას მომავლის საზრისი არ დაეკარგა. ეს დახმარება ძირითადში სიტყვიერი, ხანდახან ხმამაღალ მსჯელობებში გადადიოდა ცხოვრების საზრისის შესახებ. ერთ ერთი ასეთი გაცხარებული კამათისას მახსოვს ვუთხარი, აი მაგალითად, მე მაქვს აუსრულებელი ოცნება ვიმოგზაურო ნეპალში და მიუხედავად იმისა რომ თითქმის 100% ვიცი ეს ოცნება არასდროს ამისრულდება იმის სიხარული მაცოცხლებს რომ ეს ოცნება მაქვსთქო.

ამ ადამიანის ცხოვრება როგორც გადმოცემით ვიცი მშვენივრად მიდის, რაც შემეხება მე, რას წარმოვიდგენდი, რომ ჩემთვის სრულიად ოცნების საზღვრებს მიღმა არსებული ზეოცნება დაახლოებით წელიწად ნახევრის შემდეგ რეალობად მექცეოდა.

0 comments: