-2010 +2011

სადღაც წამიკითხავს თუ გამიგონია ჩინელები ყველა საინტერესო და მათთვის მნიშვნელოვანი დღის არდასავიწყებლად თითო მარცვალ ბრინჯს ყრიან ჯამში და სიცოცხლის ბოლოს ითვლიან მათ რაოდენობას.

ისე ჩემს მიერ განვლილ მარტო ბოლო წელს თუ გადავხედავ ამ ჯამში ალბათ იმდენი მარცვალი ჩავარდებოდა, დათვლა რომ გაჭიდება.

ეხლა მართალია წლის ბოლო დღეა და აზრებს ძნელად ვუყრი თავს, მაგრამ რადგან წლის ბოლოა და  განვლილის მეტ–ნაკლებად შეჯამება ერთგვარი აუცილებლობაა შევეცდები ტვინი დავძაბო და რაღაც მაინც გავიხსენო....


ბედნიერების პიკს მაშინ მივაღწიე, როცა აგვისტოს ერთ ცხელ დღეს ოჯახმა წარმოუდგენელი სიურპრიზი მომიწყო და ისე როგორც ოცნებებში ხდება ხოლმე სამსახურის წინ მანქანა დამახვედრა, ე.წ. ციცინო, რომელიც გადამეტების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ უკვე ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.



ყველაზე დაუვიწყარი განცდა ალბათ ის დილის 6 საათი იქნება, რომელმაც სამდღიანი დამღლელი მოგზაუროს ბოლო დილას გამაღვიძა და იქ ტაო–კლარჯეთში მამცნო პატარა გიორგი ლაკვეხელიანის (ბღლუნწუსის) დაბადება


წლის ყველაზე დიდი მოულოდნელობა დეიდაჩემის უეცარი და საბოლოო გადაწყვეტილება გახლდათ. ამ წუთამდე ვფიქრობ და ვერ მომიფიქრებია რა იყო ეს. ჩემი მეორე დედა – ნაირა ბარბარედ წოდებული რამდენიმე თვეში დედა ანად გარდაიქმნა.

მთელი წლის მანძილზე კარგი და უფრო კარგი, მოულოდნელი და წარმოუდგენელი ამბები ერთმანეთს ენაცვლებოდა. წარმოუდგენელი და დაუვიწყარი იყო ყველა მოგზაურობა, რომელიც წინა პოსტით შევაჯამე.

მოკლედ, სხვა რა დამრჩენია დიდი მადლობა უნდა მოვახსენო 2010 წელს და უფრო მეტი კარგის მოლოდინით დაველოდო ახალ 2011–ს.


მანამდე კი, ჩემგან ყველაზე, ყველაზე კეთილი სურვილები მათ ვინც მიყვარს, ვისითაც ვარსებობ და ვისი არსებობაც ასე მაძლებინებს ამ წუთისოფელში.

2 comments:

  1. :* mravals daesdwari, Tamm. :*

  1. თუ კი ჩინელებისაგან განსხვავებით მე პრიქით მოვიქცეოდი და თითო უნტერესო და ჩემი მხრიდან უსარგებლოდ აგატარებული დღისათვის თითო მარცვალს ამოვიღებდი - სამაყრო შიმშილით დაიხოცებოდა და მაშ რა გამოდის? სჯობს ბრინჯი ბრინჯად დარჩეს და დათვლას დღეების გასაინტერესოების მცდელობები ჩავუნაცვლოთ.

    არ შემიმჩნიოთ :