ვბჟუტურობთ, როგორც შეგვიძლია

რომ დაუფიქრდე ადამიანი ძალიან მარტივი ლოგიკაა ყოველივე ამაში:

ჯერ იყო ადამი
მერე ევა, გაჩნდა იმიტომ რომ ადამს არ მოსწყენოდა მარტოს.....

მერე ყველამ ძალიან კარგად ვიცით რაც მოხდა და დაიწყო ის რაც ახლა ხდება. სხვადასხვა ეპოქაში, სხვადასხვა ინტერპრეტაციებით და ერთი საფუძვლით........

იდეალურ ვარიანტში ალბათ ასე უნდა იყოს:

ჯერ მზერა და აქვე აფანცქალებული გული, ან ამოქმედებული ტვინი, ის რასაც პირველი ეფექტი ეწოდება.....

მერე საპასუხო რეაქციიის ლოდინი...

აღმოჩენების კეთება.....

მოწონება

იდეალურის დანახვა

დაბრმავება

ყველანაირი იდეალის უკუგდება, თუნდაც თავის მოტყუება

სურვილი, გადაზრდილი სიყვარულში.......

ბედნიერი დაგვირგვინების შემთხვევაში:

ურთიერთშემეცნება;

შეგუება;

საერთო საზრუნავი;

ყოველდღიურობა;



პ.ს ალბათ 25-35 წლამდე ასაკი მართლა ოქროს ხანაა ნორმალური ადამიანის ცხოვრებაში..... მალე არ მინდა დამთავრდეს ეს.

* * *

განგიცდიათ ასეთი რამ, უცაბედი აჟიტირება რომ ჰქვია, აი გული რამის რომ ამოგივარდეს ოღონდ არ იცი რა გიხარია თუ გაწუხებს. არ იცი რა გინდა ან არ გინდა, საინტერესო შემთხვევაა პირდაპირ. ამ მოვლენას სიამოვნებით დავარქმევდი ქარიშხალს, ცუნამს სხეულში. სიგიჟეა და მეტი არაფერი, მაგრამ ყოველი სიგიჟე მაინც უცბად იბადება და თუ მოასწარი და დაიჭირე, მითუმეტეს განახორციელე, ანუ არ გაუშვი ეს წამი ხელიდან, მაშინ გამოდის ყველაფერი ძაან მაგარი. თუ ფიქრი დაიწყე, იქვე თავდება ყველაფერი. მოკლედ ეს ნაბოდვარი ისეთივე ქარიშხალია, რასაც ეხლა განვიცდი და რაც გარეთაა ამწუთას...........


ჩემი საქართველო აქ არის

რატომღაც ძალიან მომინდა ამ წლის მოგზაურობათა მოკლე მიმოხილვა გამეკეთებინა. პრინციპში არცერთ ლოგიკაში არ ჯდება ჩემი ეს ქმედება, წლის ბოლომდე 1 თვეზე მეტი რჩება და რა იცი რა ხდება, მარა მაინც. ორი სიტყვით ვიტყვი, რომ ძალიან ნაყოფიერი წელი იყო მოგზაურობების თვალსაზრისით და თანაც მრავალფეროვანი........... ამისთვის მადლობა karavi.ge-ს, ჩემს ოჯახს და სამსახურს.

მარტი: უჩვეულო გასვლა სიონში, 3 დღე იქ სადაც არაფერია და არაფერი ხდება, ირგვლივ გაზაფხულის სიჩუმე, უამრავი ენძელა, ყოჩივარდა და კოცონით გამთბარი სიცივე. დილის სიურპრიზი და უჩვეულოდ დიდი მოულოდნელი თოვლი. ეს გასვლა ყველაზე უარყოფითან  მოვნათლე და იქვე ვთქვი, რომ მეორედ სიონში აღარ წავიდოდი, ჯერ-ჯერობით იგივე განწყობა მაქვს:)



აპრილი: ღამის მატარებელი, ახლადგამწვანებული ბუნება, მზის პირველი თბილი სხივები, გოგირდის მდუღარე წყალი, მდინარის პირას მდგარი ქოხი და პირველი ექსტრემი ნოქალაქევში (სენაკი). ძალიან, ძალიან მხიარული და ლამაზი გასვლა სამეგრელოს მხარეში.






მაისი: ყველაზე მეტად წელიწადის ეს დრო და თვე მიყვარს,  დავამთხვიეთსავით, ხათოს დაბ. დღეს და პირველი გასვლა გავაკეთეთ ჩვენს ფესვებში, ამბროლაურის რაიონი სოფ. ზნაკვა. ეს რა იყო და დაბრუნება წარსულში. მარტოობა, სრული სიცარიელე, მაისის სიცხე, მაისები და კოკისპირულ წვიმაში დაკარგვა კოკა-კოლის ძიებაში. ამ გასვლას ერქვა უბრალოდ ძალიან მაგარი.





ივლისი:  ძალიან, ძალიან მოულოდნელი გასვლა საზღვრებს გარეთ, თან პირველი ბეჭედი ჩემს პასპორტში, მოგზაურობა წარსულში, ბებერი ტაო, 3 დღის საშინლად დამღლელი, მაგრამ ემოციებით გადატვირთული. ცხოვრებაში პირველად გავრისკე და გორებზე დავჯექი. ოშკი, ხახული, ოთხთა, ტბები, დიდი ხვეული გზები, უაზრო ყბედობა ძილისგან თავშესაქცევად, სოფ: იუზიფელი და სასტუმრო ”ბარსელონა”, რიზეს შოპინგი და გურჯისტანული რეაქციები. მოკლედ, მაგარ!!!!!



 


აქვე იყო უსაზღვროდ ლამაზი ”ტრიპი” შატილში, უუამრავი სანახაობა ჩატეული 2 დღეში, ერთმანეთში არეული ემოციები, გაყინული ქვის ქალაქი და კოშკში გატარებული ღამე.



 


აგვისტო: შვებულების სეზონი, სრულიად გიჟი და ბევრისთვის გაუგებარი გადაწყვეტილება, სამი გოგოს მოგზაურობა 9 მთას იქით თუშეთში. 1 კვირა სოფელ დართლოში, სტუმართმოყვარე მასპინძელი და უჩვეულო თავგადასავალები  სადღაც დაკარგულში. ერთს ვიტყვი: იქ ჩემი გულის ნაწილი დავტოვე, (აქვე: სვანეთში სულის ნაწილი მაქვს დარჩენილი)..............



 

განმეორება ჩემი სტილი არააა, მითუმეტეს თუ მოგზაურობას ეხება საქმე, მაგრამ მაინც....რაჭა და უძირო ტბა, აგვისტოში მოსული თოვლი და ნისლში დაკარგული კატიწვერა, აშკარა სიკვდილს გადარჩცენილი ექსტრემისტები და დაუვიწყარი მოგონებები რაჭაში. 







ოქტომბერი:  შემთხვევით აღმოჩენილი  კაცხის სვეტი  და გასეირნება საჩხერე ჭიათურაში. 





შეუძლებელი და წარმოუდგენელია იმ ემოციების გადმოცემა, რაც შეიძლება ყოველივე ამის მერე დაგებადოს ადამიანს, მართლაცდა ენითგამოუთქმელი. კიდევ იყო ლეჩხუმი, აჭარა, კახეთი, ბორჯომი, მამკოდა, ცხავერი, ატენი, სამთავისი და ბევრი, რომელიც ფოტოაპარატმა აღბეჭდა და სამწუხაროდ ეხლა არ მახსენდება.


პ.ს იმედი მაქვს გაგრძელება იქნება და წელი დასრულდება ლოგიკურად კარგად, ამის პერსპექტივა ჩანს, წინასწარ არ ვიტყვი, მაგრამ აუცილებლად დავწერ ემოცებს დაბრუნებისას:))))


ოპერის აჩრდილები




ეს წუთია ჟიზელიდან დავბრუნდი, რაღაც მოგონებები მომაწვა და რომ არ დავწერო არ ვიქნები მართალი:

დღეს მთელი დარბაზი ბავშვებით იყო სავსე.....

ყველა ასაკის ბავშვებით.
სპექტაკლის მსვლელობისას პატარა, ხმის მიხედვით სულ თოთოს ტირილმა რამდენჯერმე გამომაფხიზლა.....

გამეღიმა და ისევ განვაგრძე.......

სამსახურში და ჩემს ახლო გარემოცვაში, ხანდახან გიჟად მთვლიან, რატომ შეიძლება მომინდეს ოპერაზე ან თუნდაც ბალეტზე წასვლა, თანაც ასეთი დიდის სიხშირით..........

მოგონებები ვახსენე და დღეს წარმოდგენის პერიოდში ქაღალდების ჭრაჭუნით და უადგილო ტაშისკვრით შეწუხებულმა, გავიხსენე, რომ პირველად ოპერაში სკოლამდელ ასაკში გახლდით, აბესალომ და ეთერის სანახავად, მალევე მაკნატუნა და გედების ტბა ვიხილე. მინდა გამოვტყდე, რომ დამჯერი და მომთმენი ყველა ასაკში ვიყავი, მარა პირველ წარმოდგენაზე მახსოვს აშკარად დავიტანჯე, თავს ინსტრუმენტების ყურებით და კოსტუმების სიელვარით, ასევე დიდი ჭაღით ვირთობდი, ისე რომ რამდენადაც კარგად მახსოვს არც დედა შემიწუხებია და არც გვერდზე მჯდომი..........

რათქმაუნდა იყო პაუზა თანაც ძალიან დიდი, რამდენიმე ხუთწლეული და ბოლოს ამ ექსპერიმენტმა (ჩემი მშობლებისა) იქამდე მიმიყვანა, რომ ერთ დღეს ოპერიდან შემოსულუმა ზარმა: ”ქალბატონ თამუნას თუ სურვილი ექნება შემდეგ პრემიერაზე ბილეთებს დავუჯავშნავთო” ოპერის ფანად მაქცია :))))

ორმაგი სტანდარტები და მულტიდასკვნები ჩემი სტილია, სულ არჩევანის ზღვარზე ვარ.

და აი, ზემოთქმულიდან ჩემი დასკვნაც: ბავშვობაშივე წაიყვან, რა იცი იქნებ შეუყვარდეს და კარგ, დამფასებელ მაყურებლად იქცეს;

ან მეორე, აღარასდროს ექნება სურვილი მეორედ ნახოს ოპერისა და ბალეტის თეატრი, თუნდაც ლამაზი ჭაღის ინტერესისთვის.


ერთი რამ მაინც ცხადია: ჩიპსების და გაზიანი სასმელების ხმა ნამდვილად არ უნდა ისმოდეს, გამსაკუთრებით სოლო შესრულებისას და უაზრო ტაშს არ უნდა გამოჰყავდე იმ სიმშვიდიდან, რასაც კლასიკა ჰქვია. განსაკუთრებით მაშინ, როცა  time out-ი გაქვს გამოცხადებული............

ლიტერატურული ანკეტა

ვასასი მადლობ ძვირფასო, რომ მიმტაგე, შევეცდები არ გავაცრუო შენი იმედები:)))



1. წელს წაკითხული წიგნებიდან რომელი იყო ყველაზე შთამბეჭდავი?

არ მახსენდება

2. სამი ყველაზე საყვარელი პოეტი:

გალაქტიონი, ტერენტი გრანელი, გიორგი ლეონიძე

3. სამი ყველაზე საყვარელი მწერალი

რიუნოსკე აკუტაგავა, დათო ტურაშვილი, ერნესტ ჰემინგუეი

4. რომელ წიგნზე გიტირიათ?

მირანდუხტ იად ხმობილი

5. რომელ წიგნს დასცინეთ?

ტრიუმფალური თაღი

6. რომელ მწერალს მისცემდით ნობელის პრემიას?

ბევრია, მაგრამ რატომღაც ისევ ნოდარ დუმბაძე ამომიტივტივდა ეხლა

7. საყვარელი ციტატა წიგნიდან

საყვარელი არ მაქვს

8. ბავშვობის ყველაზე საყვარელი წიგნი

ნოდარ დუმბაძის მოთხრობების ტომეული, ყველა წიგნს მირჩევნია, რაც ბავშვობაში მაქვს წაკითხული

9. რომელი წიგნის პერსონაჟი ყველაზე ახლოსაა თქვენს პიროვნებასთან?

დედისიმედი (გამსახურდიას შემოქმედებიდან)

10. დათვლილი გაქვთ რამდენი წიგნი წაგიკითხავთ?

ზუსტად რამდენი არ მახსოვს, მაგრამ, ბავშვობიდან ერთი ბლოკნოტი მომყვება, სადაც ვიწერ ხოლმე რა წიგნი წავიკითხე




პატარა განმარტებებსაც მოვაყოლებ ამ ყველაფერს:

პ.ს ყოველთვის მიჭირს არჩევანის გაკეთება, არა აქვს მნიშვნელობა რას ეხება ეს.


ჩემი პასუხის პასუხები:

1. არ მახსენდება იმიტომ,რომ ეტყობა დასამახსოვრებელი ვერაფერი წავიკითხე, ამასთანავე წელს სხვა ბევრმა მოგზაურობამ და სამსახურმაც არ მომცა საშუალება ბევრი მეკითხა, წინა წლებთან შედარებით;

2.გალაქტიონი უკომენტაროდ, თუ ერთ ადამიანს მაინც მანახებთ საქართველოში ვინც იტყვის, რომ არ ხიბლავს მეფე-პოეტის თუნდაც ერთი რომელიმე ლექსი, ჯერ გავოცდები, მერე განვცვიფრდებო და ბოლოს აღვშფრთოვანდები. ტერენტი - გალაქტიონი რომ არ ყოფილიყო დარწმუნებული ვარ ტერენტი იქნებოდა ის ვიზეც ზემოთ ვილაპარაკე, ახლოა ჩემს განწყობებთან; გიორგი ლეონიძის ერთადერთი სტროფი : ”ისევ აყვავდა გული ვარდივით და ისევ მინდა შენზე დავწეო.......” ბევრ რამეს მირჩევნია ცხოვრებაში ;

3. ეს ის მწერლებია, რომლებიც კითხვის დასმისასვე გამახსენდა ანუ პატივს ვცემ მათ შემოქმედებას

4. მირანდუხტ იადხმობილი, არის ისტორიული წიგნი, რომელიც ბავშვობისას წავიკითხე, და ისე შევედი ემოციებში, რომ ერთ-ერთი მთავარი გმირის დაღუპვა ჩემს პირად ტრაგედიად ვიქციე იმ ეტაპზე;

5. ერთადერთი წიგნი, რომელიც ბოლომდე ვერ წავიკითხე......

skype-ს გაყოლილი განწყობა


მთავარია გაგება, თორემ ჯინსები ისედაც ყველას გვაცვია....

მობეზრების პირველი ეტაპი


დამიბრუნეთ ჩემი ნეტი (banghead)


მრეკეთ თავში ქალბატონო მარგალიტა...........

(გახეული პირი)

ეგარი...........


განა მაგაზეა, მარა სადღაც მაგაზაცაა.........


(party)(party)


თუ გვინდა ვიყოთ ნაკრები, მეზე ვიფიქროთ ნაკლები


time out..............


არა რა გაგება მაინც მთავარია..........

მოვა მაისი მოვა შენი ატმის რტოებით..............

ველოდები




ძალიან ველოდები



და განსაკუთრებით ამ დროს მიმძაფრდება ხოლმე ეს მოლოდინი